Digest Logo

„თელაველი ბიჭია, დიდი ხანია მეც მთხოვს იგივეს" - ვის შესახებ წერს ბიძინა კულუმბეგოვი

1627304362
ბიძინა კულუმბეგოვი საგანგებო ვიდეომიმართვას ავრცელებს

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის წევრი, პედიატრი თემურ მიქელაძე სოციალურ ქსელში 13 წლის მოზარდის წერილს აქვეყნებს. არასრულწლოვანი პედიატრს სთხოვს, რომ გამონაკლისი დაუშვან და Pfizer-ის ვაქცინით აცრან.

„ამაღელვებელი მესიჯი უცნობი ბავშვისგან რომელსაც ყურადღების გარეშე ვერ დატოვებ (13 წლის მოზარდი) გამარჯობათ ბატონო თემურ, მე ვარ ბავშვი რომელიც აქტიურადაა ჩართული კოვიდვაქცინაციის მხარდაჭერის პროპაგანდაში, ინფორმირებაში და მოსახლეობის დარეგისტრირებაში. დედა მყავს ინსულტგადატანილი ვაქცინირებულიც „სინოფარმის" 1 დოზით, მაგრამ მეშინია რამე არ მივიტანო სახლში, გთხოვთ, იქნებ დაუშვათ გამონაკლისი და იმ თქვენს მიერ Pfizer-ით ვაქცინირებული მოზარდივით მეც ავიცრები, ესეც გახდება ერთ-ერთი რეკლამა საზოგადოებისთვის... თქვენი დიდი იმედი მაქვს პატივისცემით მადლობა!" - აღნიშნულია თემურ მიქელაძის მიერ გავრცელებულ წერილში.

მიქელაძის პოსტს სოციალურ ქსელში ცნობილი ალერგოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი გამოეხმაურა:

„ეს პროაქტიური და ძალიან გონიერი 13 წლის თელაველი ბიჭია, ნეტა მისი განათლება და ინტელექტი ბევრს ჰქონდეს. მეც მთხოვს იგივეს დიდი ხანია " - დაწერა ალერგოლოგმა.

❗ასევე დაგაინტერესებთ:

„კრიტიკულად აუცილებელია, მიიღონ კანონი, რომლის მიხედვითაც, დასჯადი იქნება ავტომობილში სიგარეტის მოწევა“

VIDEO: „მარაზმია უკვე ეს ყველაფერი ... „შპრიცებზე" აღარ ვლაპარაკობ"- ნახეთ, რა საშინელება ხდება სპორტის სასახლესთან

„სახეს ნუ დამაკარგვინებთ, არ მინდა, რაც ვიცი საჯაროდ გამოვფინო“ - ინგა გრიგოლია