„ჯოენის“ სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ და თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში არსებულ ეპიდსიტუაციაზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ ეპიდსიტუაცია საგანგაშოა.
ეპიდემიოლოგების თქმით, ინფიცირებულთა რაოდენობა საგანგაშოდ მზარდია.
მათი თქმით, არსებულმა ეპიდვითარებამ, შესაძლოა, ჯანდაცვის სისტემის კოლაფსი გამოიწვიოს.
„მდგომარეობა, რაც ამ ეტაპზე ქვეყანაში გვაქვს, შეიძლება ითქვას, კატასტროფულად გაუარესებულია. არ ხდება რეგულაციების დაცვა, არც მოსახლეობის მხრიდან და არ ხდება რეგულაციებზე კონტროლი შესაბამისი ორგანოების მიერ. თუ არ მოხდება ვაქცინაციის ტემპის გაზრდა და რეგულაციების დაცვა, სხვა შემთხვევაში, სამწუხაროდ, საკმაოდ ცუდი პროგნოზები შეგვიძლია ვივარაუდოთ.
თუ ჩვენ ვერ შევძლებთ და ამ ეპიდმდგომარეობას შეძლებისდაგვარად ვერ ვმართავთ ზამთრის სეზონისთვის, რა თქმა უნდა, ის თავის მხრივ გამოიწვევს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვას, საწოლფონდის შევსებას, რადგან აბსოლუტურად ყველა ორგანოს, რა თქმა უნდა, გააჩნია თავისი ზღვარი“, - აცხადებს მაია კაშია.
ეპიდსიტუაციის საგანგაშო მაჩვენებელზე და ვაქცინაციის დანიშნულებაზე, ასევე, ისაუბრა თოდუას სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა ნათია გორდაძემ.
„ეპიდვითარება გაუარესებულია ყველა ინდიკატორით, აუცილებელია რადიკალური ღონისძიებების და გადაწყვეტილებების მიღება იმისათვის, რომ გადავარჩინოთ სიცოცხლე. მივდივართ ისევ პრევენციულ ღონისძიებამდე, რასაც ვაქცინაცია ჰქვია. წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება დავდგეთ იმ კოლაფსის წინაშე, რა დროსაც იქნება ამოწურული ყველა რესურსი და ეს უფრო სავალალო შედეგი იქნება“, - აცხადებს ნათია გორდაძე.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „ასეთი სიყვარულის მწამს“ - გიორგი გასვიანი ახალ ვიდეოს აქვეყნებს
🔵რა პოზიცია ჰქონდა შევარდნაძეს „თვითმფრინავის ბიჭების“ საქმეზე - დღემდე გასაიდუმლოებული ოქმი
🔵გაჭირვება, ქორწილი „დალატკული“ პერანგით და სარდაფში ცხოვრება - ოთარ მეღვინეთუხუცესის პორტრეტი