Digest Logo

არც წამალია და არც ვაქცინაა, ეს ვირუსი ყველას წაგვლეკავს - ხმალაძე

1605180474
ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე

ინფექციონისტი ირაკლი ხმალაძე კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ერთადერთ საშუალებად ადამიანების პასუხისმგებლობასა და დაწესებული ნორმების წესების შესრულებაში ხედავს.

ინფექციონისტი მიიჩნევს, რიმ ამ ეტაპზე აქციები უნდა შეწყდეს და ზოგადად საჭიროა ლოკდაუნის გამოცხადება, რადგან ქვეყანა კრიტიკულ ფაზაშია.

„არაა გამორიცხული უახლოს დღეებში ლოკდაუნი გამოცხადდეს და შეიზღუდოს შეკრებებიც. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ახლა ვართ ვირუსის გავრცელების კრიტიკულ ფაზაში და უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა. იქიდან გამომდინარე, რომ არ გაგვაჩნია ანტი- ვირუსული პრეპარატი, წამალი და არც ვაქცინა, ერთადერთი, რითიც ჩვენ შეგვიძლია ამ ვირუსს ვებრძლოთ, ესაა ქვეყნის შიგნით გატარებული სხვადასხვა შეზღუდვა. ეპიდემიოლოგიური თავდაცვის მომენტები უნდა იყოს გათვალისწინებული. მე არავითარი პრეტენზია არ მაქვს საზოგადოების პოლიტიკურ გემოვნებაზე და სრულიად აპოლიტიკური ადამიანი ვარ. არცერთი პარტია არ მაინტერესებს. ამიტომ სწორად გამიგოს საზოგადოებამ არ ვსაუბრობ პოლიტიკური გავლენით უბრალოდ, როცა ქვეყანაში ასეთი მდგომარეობაა უნდა მოხდეს მობილიზება ჩვენი გონების და უნდა მოხდეს კონსესუსი, რომ დროებით მაინც შეწყდეს ასეთი სახის შეკრებები, თორემ ამ ინფექციამ უკვე სერიოზული პრობლემები შექმნა და ასე თუ გაგრძელდა საერთოდ წაგვლეკავს“, - ამბობს ირაკლი ხმალაძე „რეზონანსთან“ საუბრისას.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ეს ინფექცია ამ ეპოქის ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს – ლევან რატიანი

ექიმები, რომლებიც ონლაინ კონსულტაციას გაგიწევენ - სია და საკონტაქტოები

ექიმის დეტალური რეკომენდაციები ბინაზე მკურნალობის დროს

წყარო: www.resonancedaily.com