Digest Logo

🎥 „სიყვარულის დრო მოვიდა...ლიდერი ხდებით“ - მერკურის გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში: მიხეილ ცაგარელის ატროპროგნოზი

1770363068
 მიხეილ ცაგარელი

19 თებერვლიდან პლანეტა მერკური თევზების ზოდიაქოს ნისანში გადადის. თევზების ზოდიაქო ინტუიციის, ემოციისა და ფანტაზიის სიმბოლოდ ითვლება. ისინი ხშირად სხვებზე ადრე გრძნობენ ცვლილებებს, გამოირჩევიან თანაგრძნობითა და შემოქმედებითი ხედვით.

ასტროლოგების თქმით, თევზები რეალობასა და ოცნებებს შორის საზღვარზე ცხოვრობენ, რაც მათ ერთდროულად ძლიერ და მოწყვლად ნიშნად აქცევს.

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ მომდევნო ერთი თვის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს, საუბრობს მერკურის თევზებში გადასვლასა და ამ მოვლენის გავლენაზე ზოდიაქოს თითოეულ ნიშნისთვის:

მერკურის გადასვლა თევზების ზოდიაქოს ნიშანში, ზოგადი ფონი - 19 თებერვალი - 20 მარტი:

მიხეილ ცაგარელი: სამი განსაკუთრებული პლანეტა არის მხედველობაში მისაღები ყოველთვის. ეს სამი განსაკუთრებით მოქმედებს ადამიანის ფსიქოტიპზე. ესენია: მზე, მთვარე და მერკური.

ამიტომ მერკურის ვაქცევთ დიდი მნიშვნელობას, რადგან იგი ზოდიაქოს ნიშანს ცვლის. გადადის თევზებში. ცოტა ხნით მერკური რეტროგრადული ხდება, შემდეგ კი წავა წინ. რადგან იგი გადადის თევზებში ქმნის ტენდენციებს. პირველ რიგში მოქმედებს ინტუიციაზე. ამიტომ უკეთ იგრძნობთ თავს რადგან იმატებს ინტუიცია. თევზები არიან შემოქმედები: თეატრი, კინო, რეჟისურა თევზებთან არის დაკავშირებული.

ყველაზე ხშირად მოდის ჩემთან თევზები, მორიელი და კირჩხიბი, რადგან ამ ნიშნებს განსაკუთრებული ინტერესი აქვთ.

ბუნებრივად გაქვთ შინაგანი ინტერესი კოსმოსური ფილოსოფიის მიმართ. ამიტომ ინტერესი საზოგადოებაში მოიმატებს ასეთი საკითხების მიმართ. ეს პერიოდი გააძლიერებს ადამიანებში რწმენას.

რადგან ქველმოქმედია, საქველმოქმედო აქციები და ინტერესი იზრდება. მჭიდრო კავშირები იქნება უცხოეთთან, კარგი დროა მოგზაურობისთვის. შესაძლოა ძველ ადგილებშიც დაბრუნდეთ. გულმოწყალე და ემოციურები ხართ თევზებო. თევზები ხშირად ტირიან.

აქვს უარყოფითი თვისებებიც, მოიმატებს ტყუილები - გადაამოწმეთ ყველაფერი. ნებისმიერი ინფორმაცია. ფიქრები წარსულზე ამოიგდეთ, უფალი არის ახლა და აქ. არნახული თანაგრძნობა გადავა გამოყენებაში. ფანტაზიები გახასიათებთ. ამიტომ ვარდისფერი სათვალე მოიხსენით, ზოგჯერ იცის ამ ნიშანმა მანიაკალურად ცუდი აზრების აკვიატება, ყველა ასპექტში.

მომდევნო პერიოდის პროგნოზი ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის:

♈ ვერძი

ენას კბილი დააჭირეთ. სანამ რაიმეს იტყვით სიფრთხილე გამოიჩინეთ, იმოქმედეთ ფრთხილად. უმჯობესდება ფოტოგრაფიული მეხსიერება. საუკეთესო დროა მეგობრული კონტაქტებისთვის. გაგიჩნდებათ კოსმოსური და ეზოტერიკული საკითხების მიმართ ინტერესი. თავს გამოიჩენთ დახვეწილი იუმორით.

♉ კურო

რეფორმების დრო გაქვთ. ტრადიციები გიყვართ, თუმცა უნდა შეცვალოთ რაღაც. რუტინული მუშაობა გბეზრდებათ. ახლა გაღიზიანებთ თავისუფლების ჩაკეტვა. ნაყოფიერება მუშაობის მატულობს. ინტერნეტთან მჭიდრო კავშირი დადებითად აისახება თქვენზე.

♊ ტყუპები

პროფესიონალური წინსვლისთვის საუკეთესო დროა. კურსებზე არ თქვათ უარი. გამზადებენ ახალი თანამდებობისთვის. კარგი ურთიერთობა შეინარჩუნეთ ხელმძღვანელებთან. შეიძლება ისეთ წარმატებას მიაღწიოთ, საკუთარი თავი ვერ იცნოთ.

♋ კირჩხიბი

მგზავრობისთვის საუკეთესო დროა. გაგიჩნდებათ იდეები. შესაძლოა, პარტნიორული თანამშრომლობა ჩამოყალიბდეს და მიიღოთ მატერიალური დივიდენდები. გემატებათ განცდა ოპტიმიზმისა.

♌ ლომი

ენას კბილი დააჭირეთ. ზედმეტი ლაპარაკი რას მიაღწიეთ და რა გინდათ, მხოლოდ შურიანებს გააჩენს ირგვლივ. იდეების რეალიზაცია შეიძლება შეფერხდეს. ზედმეტი ტრაბახი არ გინდათ. მიენდეთ ინტუიციას და იქნებით წარმატებულები.

♍ ქალწული

კარგი დროა შემოქმედებისთვის. გაიხსნება არაერთი იდეა და ნიჭი. სამყარო ითხოვს პრობლემების გადაწყვეტას, კონფლიქტების გარეშე, დიპლომატიით. გაძლიერდება სამართლიანობის გრძნობა. ყურადღებით იყავით ამ კუთხით.

♎ სასწორი

საინტერესო პერიოდი გაქვთ, ენერგოტონუსი შარმი, მიზიდულობა იმატებს. უმჯობესდება ურთიერთობა ხელმძღვანელებთან და პარტნიორებთან. გაქვთ საშუალება გამოიჩინოთ თავი და ინტერესი. ყველა წვრილმანს ხედავთ. წესრიგი გაქვთ ირგვლივ. კარგი პერიოდია მკურნალობისთვის.

♏ მორიელი

სიყვარულის დრო მოვიდა. თქვენში გაიფურჩქნება ბევრი რამ. მერკური აუცილებლად გააჩენს თქვენში იდეებს. შესაძლოა ახალი რომანტიკული კავშირიც ჩამოყალიბდეს. აზარტი აქტიურდება. კონკურსებსა და ლატარიაში მონაწილეობის მიღება იქნება საკმაოდ კარგი. ინტუიციაც ერთვება აქ. ხდებით ლიდერი. არსებული პირადი ურთიერთობები უმჯობესდება. სადაც არის სიყვარული და ინტიმური სფერო, არნახული მოთამაშეა.

♐ მშვილდოსანი

საუკეთესო დრო გაქვთ საყოფაცხოვრებო საკითხების მოსაგვარებლად. დიზაინი, ავეჯი და ა.შ. უმჯობესდება ურთიერთობა ნათესავებთან და ახლობლებთან. შერიგებისთვისა და პატიებისთვის საუკეთესო დროა. ინტუიცია იზრდება, რომელიც სწორ არჩევანს უწყობს ხელს. იაქტიურეთ.

♑ თხის რქა

მშვიდი, წყნარი, სტაბილურია, მაგრამ რუტინულ ცხოვრებას მიყვება. მერკური გეუბნებათ, გამოხვიდეთ ამ მდგომარეობიდან და იაქტიუროთ. კონტაქტებისა და შეხვედრებისთვის კარგი დროა. გახსენით თქვენი სამყარო. კარგი დროა მოგზაურობისთვის.

♒ მერწყული

თქვენი დროა, რამდენიმე პლანეტა თქვენ ნიშანშია, ქარიზმატულები და მიმზიდველები ხართ. შანსი გაქვთ წარმატების. იმოძრავეთ და იაქტიურეთ. ყურადღება მიაქციეთ ფინანსებს. იდეები გაამართლებს. ცოტა ხასიათცვალებადობა გახასიათებთ.

♓ თევზები

გაითვალისწინეთ, საინტერესო პერიოდი გეწყებათ. კარგი პერიოდია საზოგადოებრივი აქტივობებისთვის. განსაკუთრებით 20 რიცხვიდან თვალშისაცემი იქნება ეს ყველაფერი. კონტაქტები და შეხვედრები უფრო ნაყოფიერია. გაიზრდება ავტორიტეტი. არ აჰყვეთ დეპრესიულ მომენტებს. იყავით ოპტიმისტები.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„მაღაზიის საწყობში გაიყვანა და 17 ჭრილობა მიაყენა...“- ფემიციდი გარდაბანში: დეტალები

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

⭕რატომ უნდა გამოვიდეთ „შეყვარებულობიდან“, იმისთვის რომ შევქმნათ ძლიერი კავშირი?