Digest Logo

აცრის შემდეგ რეალური ანაფილაქსია იყო სულ 4 შემთხვევაში, დანარჩენი იყო უბრალოდ ნერვულ ნიადაგზე - პაატა იმნაძე

1627984106
ეპიდემიოლოგ-ინექციონისტი

საქართველოში ვაქცინაციის დაწყებიდან დღემდე, აცრის შემდეგ, ჯამში, ანაფილაქსიური შოკის 4 შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც საკოორდინაციო საბჭოს ბრიფინგზე დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ აღნიშნა, რეალური ანაფილაქსია სწორედ ოთხ შემთხვევაში გამოვლინდა, დანარჩენი შემთხვევები კი ნერვულ ნიადაგს უკავშირდებოდა:

„რეალური ანაფილაქსიური შოკი იყო ოთხ შემთხვევაში, რაც არის რეალური ანაფილაქსია, დანარჩენი იყო უბრალოდ ნერვულ ნიადაგზე.“ – განაცხადა პაატა იმნაძემ

შეგახსენებთ, საქართველოში იმუნიზაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. დღევანდელი მონაცემებით, სრულად აცრილია 165 084 ადამიანი, ერთი დოზით აცრილია 358 382 პირი. დღიურად აცრილთა რიცხვი 16 677-ია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

კორონავირუსით გარდაცვლილი ადამიანების 99.7% აუცრელი იყო - ამირან გამყრელიძე

„მაინც მოგვიწევს სამწუხაროდ მისი დაწესება და მერე გვიანი იქნება" - კულუმბეგოვი ასახელებს შეზღუდვებს, რომელიც მისი თქმით, სასწრაფოდ ასამოქმედებელია

პირბადის ტარების რეკომენდაცია მკაცრი რეკომენდაციით შეიცვალა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება