Digest Logo

ამას არ გაპატიებთ! - გოგო, რომელსაც კოვიდინფიცირებული დედ-მამა ერთ დღეს დაეღუპა

1604735508
მარი კაკაურიძე_ კორონავირუსი

მარი კაკაურიძე, რომელიც გასულ კვირას საზოგადოებას მუდარით მიმართავდა და მშობლების გადარჩენას სთხოვდა, სოციალურ ქსელში წერილს აქვეყნებს. ის მშობლების ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმდინარეობაზე წერს:

„არ ვარ პოლიტიზირებული , არც ჩემი თემით რაიმე მანიპულირებას და თავის მობეზრებას არ ვაპირებ ! აქ დავწერ ჩემს სატკივარს და დავსარულებ! ჯერ ,მადლობა უცნობ ადამიანებს ,ვინც გვერდით დამიდექით ! ნეტავ ,ადრე დამეწერა "მედრუმში" ჩემს ტკივილზე ! წავიკითხე მინისტრის მიმართვა ! და ,მინდა მას მივმართო ! ჩემს მშობლებს ვერაფერს დააბრალებთ ! არ გაპატიებთ, იცოდეთ ამას ! 23 ოქტომბერს დაეწყოთ სიმპტომები და მიმართეს ოჯახის ექიმს, სახლში მკურნალობდნენ! 30ში გაუკეთეს ტესტი და უარყოფითი მოვიდა 3დღეში პასუხი ! რა თქვენი ტესტები არ ცდება და პაციენტის ბრალია ? სამშაბათს, გამოწერის დღეს გორმედში დაუდასტურეს დადებითი კოვიდზე ! მე დამღუპეთ და სხვებს რას ერჩით ,ვისაც მამასთან ქონდა კონტაქტი თქვენი ტესტის მცდარი პასუის გამო ? მოიძიეთ საერთოდ ეს ადამიანები ? ხედავთ მათ ?
რაც შეეხება, დედას მისი ბუნებრივი ტემპერატურა 35 იყო და სანამ ,დამძიმდებოდა ქონდა 37 სიცხე ! ცხელების ცენტრმა უარით გამოუშვა ამის გამო! როგორ შეიძლება , ქმარი შეამოწმო ტესტზე და ცოლი არა ,როცა ყველა სიმპტომი აქვს მაღალი ტემპერატურის გარდა ! რაც ,შეეხება კლინიკებს !!! ვადანაშაულებ ცხელების ცენტრს და კლინიკა ბომონდს ! გორმედის ექიმებს მადლობა ( სახელები არ მახსოვს ) . თუმცა ,ვიტყვი იმას რომ 1საათი ადამიანი დერეფანში მეწვა საკაცეზე ,წნევაც არ გაუზომეს და არც დამამშციდებელი გაუკეთეს ! შაქარი ძლივს გავაზომინე დერეფანშივე !
სასწრაფო დახმარების ბრიგადას , რაც შეეხება ! როგორ შეიძლება პაციენტს არ დაუჯდე გვერდით ,როცა სასაუნთქს იხსნის ! ეკიპირებული ხომ იყვნენ ! მე ვიყავი მამასთან მთელი გზა ,ეს დარღვევა არ არის ? კიდევ კარგი ვიყავი და მოვეფერე ცოტა !
უნიქალ მედის ,რაც შეეხება უყყრადღებობაში ,ვადანაშაულებ თავიდან ,როცა მიმღებში ყავდათ დედა და მეუბნებოდნენ ,რომ კარგად იყო ! ამავე კლინიკის ექიმ ს ,ვასილ ფარცხალაძეს მადლობა ადამიანობისთვის ,გაწეული უანგარო სამსახურისთვის ! ეს ის ექიმია ,ვინც დედას ყველაფერს უკეთებდა უკვე მძიმე მდგომარეობაში მყოფს !
მადლობა ,საჩხერის საავადმყოფოს დაგვიანებული ,თუმცა მაინც გამოწვდილი დახმარებისთვის ! მადლობა , დავით სერგეენკოს ! და ყველას ,ვინც ბოლო წუთებში მაინც დამეხმარნენ !
ბოლოს , დაუნახავი არ ვარ ! ვერ და არ დავხუჭავ თვალს თქვენს უნიათობაზე და არასწორ მიდგომაზე ! ადამიანი ,სანამ მძიმედ არ არის ,მაშინ უნდა ყურადღება ,როცა დამძიმდება მაშინ , რა აზრი აქვს თქვენს ყურადღებას ? . პაციენტების დადანაშაულების უფლებას ,არავის მოგცემთ! იცოდეთ ! ამას მაინც გავაკეთებ ! ეს არის ამ ეტაპზე და ამ საკითხზე ,ჩემი ბოლო პოსტი და ინფორმაცია ! თუ დავინახავ ,რომ ხელს ახოცავთ გარდაცვლილებს ,იცოდეთ ბოლომდე ყველა საშუალებით ვიბრძოლებ და ყველა სიტყვაზე და ქმედებაზე პასუხს გაგებინებთ და მეც ვაგებ პასუხს თქვენგან განსხვავებით ,ჩემს სიტყვებსა და ქმედებაზე !
მადლობა , ადამიანებო ყველას ! ჩემს ახლობლებს ! უცნობ ადამიანებს ,უფრო დიდი მადლობა !