მომდევნო ორი კვირის განმავლობაში, შესაძლოა, მაღალი ინფიცირების მაჩვენებელმა მკვეთრი კლება დაიწყოს.
ეპიდემიოლოგების განმარტებით, „ომიკრონი“ მსუბუქი მიმდინარეობით ხასიათდება, თუმცა ისევე როგორც როგორც „დელტას“ ან კოვიდის სხვა მუტაციების შემთხვევაში იყო, მაინც იწვევს გართულებებს და ლეტალობას.
ეპიდემიოლოგი, ოთარ ჩოკოშვილი განსაკუთრებულ ყურადღებას პედიატრიულ ასაკზე ამახვილებს.
მისი თმით, „ომიკრონის“ შტამი ბავშვებში საკმაოდ რთულად მიმდინარეობს.
„ომიკრონის შტამმა შეცვალა კოვიდის არსებული რეალობა, არის შედარებით მსუბუქად მიმდინარე შემთხვევათა უმრავლესობაში, თუმცა, სამწუხაროდ, კვლავ რჩება მძიმე შემთხვევები, გართულებები, ასევე საკმარისად რთულად მიმდინარეობს ბავშვებში სხვა შტამებისგან განსხვავებით და ძალიან საყურადღებო სიტუაციაა ამ მიმართულებით“, - ამბობს ოთარ ჩოკოშვილი.
აგრეთვე წაიკითხეთ: