Digest Logo

ბაზრობებზე დასაქმებულები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ - გახარია

1606387094
 გახარია პრემიერი 2020

საქართველოს მთავრობის მეთაურის გიორგი გახარიას განცხადებით, ბაზრობაზე დასაქმებული ადამიანები ერთჯერადად 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ და საბანკო ვალდებულებები გადაუვადდებათ.

„„იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ ვზღუდავთ რამდენიმე კვირით საცალო ვაჭრობას, ბაზრებს, მოლებს, მაღაზიებს, და გვესმის, რომ დიდი რაოდენობით არიან ჩვენი მოქალაქეები დასაქმებული, ვაწესებთ იგივე სახის მიზნობრივ დახმარებას, რომელიც გვქონდა თვითდასაქმებულებისთვის.

„ეს გახლავთ დახმარება 300 ლარის ოდენობით. დაწყებული გვაქვს ამ ხალხის აღრიცხვა. ამ 300-ლარიანი დახმარების გარდა, რა თქმა უნდა ვიღებთ იმ ვალდებულებას, რომ თითოეულ იმ ადამიანს, რომელსაც გააჩნია საბანკო სესხი, ამ სექტორში დასაქმებულს სახელმწიფო მიზნობრივად მიეხმარება სესხის გადავადებაში“, - აცხადებს პრემიერ-მინისტრი.

მისივე ინფორმაციით, 300-ლარიანი ერთჯერადი დახმარებით არაფორმალურად დასაქმებულთათვის პირველი ტალღის პირობებში ისარგებლა 250 ათასი ადამიანმა.

„ეკონომიკური კრიზისი გრძელდება და საკმაოდ მძიმე 2021 წელი გველოდება, 4 თვის განმავლობაში კომუნალური გადასახადები დაფარული იქნება“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:

რა დახმარებას ამზადებს მთავრობა მოსახლეობისთვის?

პანდემიასთან გმირულად მებრძოლი ექიმი დავკარგეთ! - ექიმის ემოციური წერილი

მოხუცი და ავადმყოფი მოკვდება, მხოლოდ ჯანმრთელები დარჩებიან - იურისტი ეპიდ-ვითარებაზე