23 664 - ახალი შემთხვევა და 42 გარდაცვლილი ბოლო 24 საათში - სტატისტიკის თანახმად ყველაზე მეტი ინფიცირებული კვლავ დედაქალაქში გამოვლინდა. ჯანდაცვის სპეციალისტები მოსახლეობას განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, „ბუსტერ" დოზა კლინიკაში მოხვედრის რისკს 95%-ით ამცირებს.
„ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ინფექციას და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მის შიდა გავრცელება არ იღებდეს იმ ფორმას, სისწრაფეს და გავრცელებას, რომელიც დღეს აქვს. უნდა დაიცვათ პირბადის ტარების წესი. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მე-3 დოზის გააქტიურება. მე-3 დოზის გააქტიურების შემთხვევაში 50-დან 68%-მდე იზრდება ინფიცირებისგან დაცვის მაჩვენებელი და 90-დან 95%-მდე ადამიანს ეძლევა გარანტია, რომ „ომიკრონის" განვითარების შემთხვევაში ის ჰოსპიტალურ სექტორში არ მოხვდება“, - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵„რამ მოკლა? გრიპმაო“ - რას წერს ვალერიან ხაბურძანია
🔵VIDEO: ქეთა თოფურიას შვილი ლაპარაკს ქართულად იწყებს
წყარო: rustavi2.ge