ექიმი ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ბუსტერ დოზა 70%-მდე ეფექტურობას აღწევს. მისი თქმით, ბუსტერის გარეშე ორი დოზით ვაქცინირებულებში ეფექტურობამ იკლო.
„ბუსტერ დოზა 70%-მდე ეფექტურობას ავლენს, მაშინ როდესაც ბუსტერის გარეშე ორი დოზით ვაქცინირებულებში ძალიან დავარდა ეფექტურობა. ასევე მაღალი აქვთ ხელახლა ინფიცირების რისკი მათ, ვისაც გადატანილი აქვთ. ყველაზე კარგად დაცულები დღეისათვის ის ადამიანები ითვლებიან, რომლებსაც კოვიდი გადატანილი აქვთ და თან ვაქცინირებული არიან, ასევე ისინი, ვისაც ორჯერადი ვაქცინაცია აქვთ ჩატარებული და პლუს ბუსტერ დოზაც“, - განაცხადა ბუწაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
სად ისვენებენ ახლად შერიგებული ეკა ბალანჩივაძე და კოტე მათითაშვილი - ნახეთ, ფოტოები