Digest Logo

„ჩემზე კარგად გაისეირნეს“, ვირისგან წიხლი საწყენი არაა... - გამყრელიძე

1604918063
გამყრელიძე _ გვარამია

გუშინ, მომიტინგეების წყლის ჭავლით დაშლის შემდეგ ჟურნალისტებმა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორს, ამირან გამყრელიძეს მიმართეს შეკითხვით - როგორ შეაფასებდა, აქციის წყლის ჭავლით დარბევის ფაქტს, კოვიდპანდემიის პერიოდში და როგორ იმოქმედებდა ეს ინფექციის გავრცელებაზე. გამყრელიძემ შეკითხვას არ უპასუხა და განაცხადა პოლიტიკურ განცხადებებს არ აკეთებს. მსგავსი კომენტარი გააკეთა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატარ იმნაძემაც.

მათ ამ პოზიციას სოციალურ ქსელში ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა, „3 მუშკეტერის“ მიმართ უარყოფითი შინაარსის კომენტარები დაიწერა.

დღეს გამყრელიძე ამ ფაქტს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა:

„ექიმებს თავი დავანებოთ, ნუ ვრთავთ პოლიტიკაში. ჩვენ დიდი პასუხიმგებლობა გვაქვს საზოგადოების წინაშე. პოლიტიკური პროცესი დღეს ხელს უშლის პანდემიასთან ბრძოლას. პარლამენტის არჩევნები დღეს უმნიშვნელოვანესია. ის განსაზღვრავს ჩვენს მომავალს, მაგრამ მეორე მხრივ, დაგვანებეთ, რა ექიმებს თავი. გუშინ რაც გვარამიამ ჩემ მიმართ იკადრა, მე პასუხს არ ვცემ. ჩემ მიმართ შეკითხვა დასმული იყო პოლიტიკური ქვეტექსტით და არ გავეცი პასუხი. იცის, ამ არხის გენერალურმა დირექტორმა...

ვიღაცისგან წიხლი საწყენი არაა... ხომ იცით?!

რაც მან გუშინ საღამოს ჩემ მიმართ იკადრა... არ ვერევი პოლიტიკაში. განა არ შემიძლია? მაქვს პოლიტიკური გამოცდილება, მაგრამ დღეს ჩემთვის მთავარი ხალსის ჯანმრთელობაა და ჩემს გამოცდილებას ამ მხრივ ვიყენებ.

რესპირატიულ დაავადებებს წყალიც, სიცივეც თოვლც ხელს უშლის. ხელს უშლის დიდი შეკრებებიც.“, - აცხადებს გაყრელიძე.

  • აგრეთვე წაიკითხეთ:

სად უნდა დარეკოთ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მისაღებად?

ხალხის ქუჩაში გამოსვლაზე პასუხისმგებელია ის, ვისაც მართვა ძალადობით უნდა - ჭიაბერაშვილი