„ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, რომ კორონა არ არსებობს, რომ არაფერი დაგვემართება… ეს უნდა შევინანოთ“ – ამის შესახებ დეკანოზმა თეოდორე გიგნაძე ქადაგებისას ისაუბრა.
მისი თქმით, თუკი ვირუსი ცრუ პანდემიაა და კონსპირაციული თეორიაა, ამას სასულიერო პირები არ უნდა აჰყვნენ.
„ჩვენ თუ ხალხი მოვწამლეთ კორონა არ არსებობს, პანდემია ცრუ პანდემიაა და ეს ყველაფერი კონსპირაციული თეორიებია. მღვდელი როგორ უნდა აჰყვეს კონსპირაციულ თეორიებს.
მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს. ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან.
ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ყველაზე მაგრები ვართ, ამიტომ ჩვენ არაფერი არ გვემუქრება. ეს იყო ყველაზე საშინელება, ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ, ხალხს ბოდიში უნდა მოვუხადოთ“, – თქვა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ ქადაგებაში, რომელიც 2020 წლის 21 დეკემბრით თარიღდება.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენ წინააღმდეგ მიმართული კამპანია“ - ბიძინა კულუმბეგოვი
🔵კონფლიქტი დედამთილთან, გაუქმებული ფეისბუკი და ფეხმძიმობა ქორწინებამდე - ხატია სიჭინავას სკანდალები
🔵კოვიდით გარდაცვლილ 7 თვის ორსულს რამდენიმე დღის წინ ვირუსით მამა დაეღუპა