Digest Logo

კონფლიქტი დედამთილთან, გაუქმებული ფეისბუკი და ფეხმძიმობა ქორწინებამდე - ხატია სიჭინავას სკანდალები

1619349920
ხატია სიჭინავა და მისი ოჯახი

ყოფილი ტელეწამყვანი - ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვა დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში ყვი­თე­ლი პრე­სის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე რე­ი­ტინ­გუ­ლი რეს­პო­ნდენ­ტი გახ­ლდათ და ახლაც, მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ტელეწამყვანი აღარ არის, მა­ინც არ ჩა­მო­დის სხვა­დას­ხვა ჟურ­ნა­ლის გა­რე­კა­ნი­დან და რეიტინგული საიტების გვერდებიდან. 

ეს შესაძლებელია იმიტომაც ხდება, რომ ხა­ტი­ას პი­რად ცხოვ­რე­ბა­ზე, სხვა­დას­ხვა დროს, ბევ­რი ჭორი ვრცელ­დე­ბო­და.

მართალია ხატიას დღეს ქმარი და 4 შვილი ჰყავს, ოჯახის დაცვის სადარაჯოზეა და ოჯახში მამაკაცის როლზე, ქალის უფლებებზე, შვილებსა და ტრადიციებზე საჯაროდ ქადაგებს, თუმცა, სანამ ოჯახური იდილია იქნებოდა, მანამდე იყო სკანდალები, ჭორები გაუგებრობები და მითქმა-მოთქმები.

ადრე ამბობდნენ, რომ ხატიასა და ირაკ­ლი ფირ­ცხა­ლა­ვას შო­რის გარ­კვე­უ­ლი სიმ­პა­თი­ე­ბი იყო. თუმცა შემდეგ ირაკ­ლიმ, ცოლი მო­იყ­ვა­ნა და ჭორი ჭორად დარჩა.

შემდეგ სპორ­ტსმე­ნ რა­მაზ ნო­ზა­ძესა და ხა­ტია სი­ჭი­ნა­ვას სიყვარულის შესახებ გავარდა ხმები. მათ რო­მა­ნზე მთელი თბილისი ლაპარაკობდა. ხატია ექ­ვსი თვის ფეხ­მძი­მე გახ­ლდათ, როდესაც ურთიერთობას აღარ მალავდნენ, მაგრამ ოფიციალურ ქორწინებაში მაინც არ იყვნენ.

რო­გორც ამ­ბო­ბენ, ხა­ტი­ა­სა და რა­მაზს ერ­თმა­ნე­თი ძა­ლი­ან უყ­ვართ. რა­მა­ზი საკ­მა­ოდ მო­სიყ­ვა­რუ­ლე მე­ო­რე ნა­ხე­ვა­რი ყო­ფი­ლა და ხა­ტი­ას სა­ჩუქ­რე­ბით ანე­ბივ­რებს. სა­მე­გობ­რო წრე­ში მათი სიყ­ვა­რუ­ლის ამ­ბა­ვი და­მა­ლუ­ლი არ არის, ყო­ფილ ტე­ლე­წამ­ყვანს სა­კუ­თარ მე­ო­რე ნა­ხე­ვარ­თან ერ­თად ფო­ტო­ე­ბი ფე­ის­ბუკ­ზე უდევს და ყვე­ლას აქვს მათი ნახ­ვის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

ორი­ვე სა­ხე­ლი და გვა­რი სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის საკ­მა­ოდ ნაც­ნო­ბია და შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ხა­ტი­ა­სა და რა­მაზს სკან­და­ლუ­რო­ბა აერ­თი­ა­ნებთ. ყვე­ლას ახ­სოვს სპორ­ტსმე­ნის მიერ გა­დად­გმუ­ლი თა­მა­მი ნა­ბი­ჯი, როცა მან შო­თი­კო კა­ლან­და­ძის ერო­ტი­კულ ფილმში გა­შიშ­ვლე­ბა გა­და­წყვი­ტა. ამას სა­ზო­გა­დო­ე­ბის მხრი­დან არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა, თუმ­ცა რა­მაზ­მა ამა­ში მი­უ­ღე­ბე­ლი ვე­რა­ფე­რი და­ი­ნა­ხა. მოკლედ, ბევრჯერ დაშორდნენ თუ ცოტაჯერ დაშორდნენ ფაქტია მათი ოჯახი შედგა.

თუმცა ხატიას ირგვლივ სკანდალები მუდმივად გრძელდებოდა. იყო დედამთილთან საჯარო დაპირისპირება, სოციალურ ქსელში წყევლა-კრულვა და ასე შემდეგ...

რძალ-დედამთილს შორის სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც ხატიას დედამთილმა სოციალურ ქსელში მისი რძლის შესახებ დაწერილი სტატია გააზიარა.

ამის შესახებ ხატია სიჭინავამ ტელეგადაცემა „პროფილში“ განაცხადა, რომ ჟურნალისტმა ნინია კაკაბაძემ მას მსუბუქი ყოფაქცევის ქალი უწოდა:

„რადგან ჩემს ქმარს ბევრ თავისუფლებას ვაძლევ, ნინია კაკაბაძემ სუსტი ყოფაქცევის ქალად მომიხსენია...“

ხატიას ამ განცხადებას ნინია კაკაბაძე გამოეხმაურა:

„რა უნდა ამ ქალს ჩემგან? ნანა კაკაბაძეში ვერევი? არ იცის ამან რომ მე „სუსტ ნებისყოფას“ არ ვაღიარებ და არც სიტყვა ბოზის მნიშვნელობას?“

როგორც ჩანს ნინია კაკაბაძეს მის შესახებ მსგავსი რამე არც კი დაუწერია და არც კი იცის მისი არსებობა:

„ვინაა ეს გოგო? ისეთ ადგილას ვარ ვიდეოს ვერ ვრთავ, მხოლოდ სათაური ვნახე...“

ნინია მისმა მეგობარმა ჩააყენა საქმის კურსში:

„ამბობს, რომ შენ დაგიწერია მასზე სტატუსი და გითქვამს, რომ ხატია სიჭინავა ძალიან ბევრ თავისუფლებას აძლევს თავის ქმარს და მგონი სუსტი ნებისყოფის ქალი უნდა იყოსო...“

ნინია კაკაბაძე თავის მართლებას არ აპირებს არც ხატიასთან და არც მის დედამთილთან, ვინაიდან იგი საერთოდ არ არის აზრზე ვინ და რა დაწერა და აღნიშნავს, რომ მას მსგავსი არაფერი დაუწერია.

„ძვირფასო ხატია, ქმარს თუ თავისუფლებას მისცემ „უცხოეთში“, იგივეს უფლება მიეცი შენს თავს. სუსტი ყოფაქცევის ადამიანი არ არსებობს. ადამიანი საკუთარ არჩევანში თავისუფალია და ამას ნებისყოფასთან კავშირი არ აქვს. მორალისტებს ვგმობ მე ე.წ. ბოზებს კი არა... დედამთილს უთხარი, ნუ მაბრალებს რაღაცეებს...“

ხატია სიჭინავა ამ სტატუსის და კომენტარების გამო ნინია კაკაბაძეს დაუპირისპირდა და „ფეისბუკზე“ დაპოსტა:

„საყვარელო ნინია, ჩემთვის ზოგადად საერთოდ არ არის საინტერესო შენი მსოფლმხედველობა... არც შენნაირების... არა ბოზების კი არა, ზოგადად იმ პიროვნების სხვისი ოჯახის ქექვა რომ აინტერესებს. რატომღაც მგონია, რომ არასოდეს განგიცდია რა არის პირადი ბედნიერება და ეს იმდენად ამოუცნობი ფენომენია შენთვის, არ მგონია, ჩვენი ურთიერთობა სწორად აღიქვა! ამიტომ შეუძლებელია ჩემი კატეგორიის ქალი, შენს ნაბოდვარზე გაღიზიანდეს. ჩემთვის მთავარი ჩემი ოჯახია და შენ ღირებულებებს სხვა ამბებში ეძებ. ასე რომ... ბოდიში კომენტარს ვერ გიწერ და აქ მოგწერე. გისურვებ ბედნიერი იყო და ბოლოს და ბოლოს, მიხვდე რა არის ნამდვილად ღირებული ამ ცხოვრებაში... პატივისცემით ხატია.

P.S. სილამაზის კონკურსზე სიამოვნებით გავიდოდი შენთან ერთად, თორემ ვატყობ შენს მეგობრებს აწუხებთ ჩემი გარეგნობა...“

რძალ - დედამთილის დაპირისპირების თემამ ბევრი დააინტერესა, წერდნენ, რომ ეს პრობლემა მათთვის უცხო არაა. ხატიას და დედამთილის- ლალი ნოზაძის კომენტარებიდან ცნობილი გახდა, რომ რძალ-დედამთილს შორის კარგი ურთიერთობა არასდროს ყოფილა.

ამ ამბის გავრცელების შემდეგ ზოგი წერდა, რომ ჯობდა, რამაზს საყვარელი ქალების შეერიგებინა. ზოგი ხატიას მხარეს იცავდა, რადგან კარგად იცოდნენ კარგი დედამთილის „ფასი“. ფარგლებს არ უნდა გასცდენოდა და სოციალურ ქსელში არ უნდა განხილულიყო.

როგორც ჩანს, ხატია სწორედ ამ უკანასკნელ ვერსიას მიემხრო და რადიკალური ზომებიც მიიღო, როცა ფეისბუკი გააუქმა...

ამ ტალღამაც გადაიარა. ხატიამ ფეიბუკიც აღადგინა და დედამთილთან ურთიერთობაც, შემდეგ დაიწყო სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებზე პირადი მოსაზრებების გავრცელებს, რომელიც რატომღაც ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ბოლო დროს ის აქტიურად იბრძვის იმისთვის, რომ ადამიანებმა პირბადე მოიხსნან და ვაქცინა არ გაიკეთონ. ხატია ამტკიცებს, რომ ვაქცინა ექსპერიმენტალურია, პირბადე კი ძალიან ვნებს ორგანიზმს.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

ძარცვა, დაჭრა, სკანდალი „პატრიარქზე“ და პოლიტიკური თავშესაფრის ძიება - კაკაბაძის სკანდალური ამბები

ქართველი კაცები, რომლებიც ცოტა ხნით ქალები გახდნენ

19 წლის ასაკში დაოჯახება, 600-კაციანი ქორწილი, დანგრეული ოჯახი და 3 შვილის მამობა - ოთარ ტატიშვილის უცნობი ამბები