ბოლო კვლევების მიხედვით, მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ პირში მეტალის გემო კოვიდ-19-ის ადრეული სიმპტომია.
მკვლევრები 59 წლის ქალის ისტორიას გვიყვებიან, რომელიც საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოათავსეს. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური გამოცემა express-ი აქვეყნებს.
რამდენიმე დღის განმავლობაში მას კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები აღენიშნებოდა: ქოშინი, სისუსტე, მადის დაკარგვა, რაც კლინიკაში მოხვედრამდე ერთი კვირით ადრე დაეწყო.
როგორც აღმოჩნდა, 59 წლის ქალბატონს კლინიკაში მოხვედრამდე მეტალის გემოიანი საკვები მოსწონდა.
გარდა ამისა, ქალს თანდათანობით ყნოსვის შეგრძნება ეკარგებოდა.
როგორც ინგლისის ჯანმრთელობის ეროვნულმა სამსახურმა (NHS) განმარტა, მეტალის გემო პირში, არ არის საშიში, თუმცა, ეს ფაქტი შეიძლება სხვა დაავადებების მანიშნებელი იყოს.
პირის ღრუში მეტალის გემოს ძირითადი მიზეზებია: ღრძილების დაავადება, ანტიბიოტიკების მიღება, კიბოს მკურნალობა, სინუსიტი და სხვა რესპირატორული დაავადებები.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
6 ნიშანი იმისა, რომ კოვიდ-19 უკვე გქონდათ
5 სიმპტომი იმისა, რომ კოვიდ-19 გიახლოვდება
როგორ უნდა მოიქცეთ თუ მეზობელს კოვიდ-19 დაუდასტურდა?