COVID 19-ის სამკურნალო მედიკამენტები - 2000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და 500 დოზა „რონაპრევე“ საქართველოშია.
„Hetero Biopharma Limited“-ის წარმოებული 2000 დოზა „ტოცილიზუმაბი“ და “Roche”-ს მონოკლინური ანტისხეულები - 500 დოზა რონაპრივი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) უკვე საქართველოშია.
მედიკამენტების შესყიდვა ჯანდაცვის სამინისტროს მიერ, მსოფლიო ბანკის „Covid 19-ის წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის“ დამატებითი დაფინანსების ფარგლებში განხორციელდა.
2000 დოზა ტოცილიზუმაბი და 500 დოზა რონაპრივი სამედიცინო დაწესებულებებში ეტაპობრივად განაწილდება.
„Hetero Biopharma Limited”-ი ერთ-ერთი წამყვანი ინდური ფარმაცევტული კომპანიაა, რომელმაც „ტოცილიზუმაბის“ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მიმდინარე წლის სექტემბრის ბოლოს მიიღო.
ტოცილიზუმაბი აქტიურად გამოიყენება COVID 19-ით ინფიცირებული მძიმე და კრიტიკულად მძიმე პაციენტების სამკურნალოდ.
შეგახსენებთ, “Roche”-ს მონოკლინური ანტისხეულები სამინისტრომ პირველად დონაციის სახით გერმანიის მთავრობისგან მიიღო.
“Roche”-ს მონოკლინურ ანტისხეულებს კი (კასირივიმაბი/იმდევიმაბი) COVID 19-ით ინფიცირებული პაციენტების სამკურნალოდ, აშშ-ის საკვებისა და მედიკამენტების სააგენტოს (FDA) გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია აქვს მიღებული.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„დღეს გაიზრდება ტრავმების და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა“ - ცაგარელი
🔵„მას ყველაზე მეტად ეშინოდა ტელევიზორის და ახალგაზრდული გაერთიანებების“ - ხათუნა ხოფერია