Digest Logo

„დღეს გაიზრდება ტრავმების და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა“ - ცაგარელი

1637298398
ცაგარელი

ენერგეტიკულად მეტად მძიმე დღეა, რადგან სავსემთვარეობა მთვარის დაბნელებას ემთხვევა. მართალია, მთელი დღე რთული იქნება, მაგრამ დაძაბულობა პიკს 12:59 საათზე მიაღწევს. 

გაიზრდება ტრავმების და ავარიების, ცდუნებებისა და შეცდომების დაშვების ალბათობა, ადამიანებში მოიმატებს აგრესია, ბრაზი და წყენა, ეჭვიანობა და დეპრესიისკენ მიდრეკილება. განსაკუთრებული ყურადღების გამოჩენა მართებთ კუროს, მორიელს, ლომს და მერწყულს, რომელთაც ჯანმრთელობასთან ერთად ფინანსური პრობლემებიც შეექმნებათ და სხვებზე მეტად იგრძნობენ ნეგატიური ენერგეტიკის გავლენას.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – ნაკლებად გაამართლებს ახალი საქმის დაწყება და ახალი სამსახურის მოძიება, მნიშვნელოვანი შეხვედრების და მოლაპარაკებების გამართვა, ფინანსური ხელშეკრულებების და გარიგებების გაფორმება, მსხვილი საყიდლების გაკეთება და კაპიტალის დაბანდება

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. კარგი დღეა მავნე ჩვევების დასაძლევად. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – ყვითელი, ლურჯი, ბეჟი, ცისფერი და ნარინჯისფერი, ასევე გიშერი, აქატი, მალაქიტი, აკვამარინი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ქალწულისა და მორიელისთვის, ნაკლებად გაუმართლებთ ლომს და მერწყულს.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵მე და ნოეს ურთიერთობა გვქონდა, მაგრამ მაშინ დამთავრდა, როდესაც… მარიშკა ჯავახაძის ინტერვიუ

🔵როგორ შევხვდეთ ვეფხვის წელს? - რიტუალი, რომელიც 19 ან 21 ნოემბერს უნდა გააკეთოთ

🔵ზოდიაქოს ორი ნიშანი, რომლებსაც ნოემბერში COVID 19-ით დაავადება ელით

🔵ზოდიაქოს რომელ ნიშნებს გაუღიმებს ბედი ნოემბერში

🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე