Digest Logo

COVID-19-ის სიმპტომები თანმიმდევრობით - არ გამოგრჩეთ პირველი ნიშნები

1606643989
კოვიდ სიმპტომები

თქვენ გსმენიათ კორონავირუსის ძირითადი ნიშნები - მშრალი ხველა, ცხელება და სხვა. მაგრამ იცით, რომ როგორც წესი, ისინი გარკვეული წესრიგით ვლინდებიან? ეს აჩვენა კვლევამ, რომლის შედეგები ჟურნალში Frontiers in Public Health გამოქვეყნდა და რომელსაც  კიევის კონვერგენტული სამეცნიერო ინსტიტუტის USC Michelson Center- ის ექსპერტები ხელმძღვანელობდნენ.

გაეცანით თანმიმდევრობით დალაგებულ სიმპტომებს:

I.ცხელება

ცხელება თქვენი სხეულის წინააღმდეგ ბრძოლის ერთ-ერთი გზაა. ეს კორონავირუსის პირველი ნიშანია. შეიძლება სიცხე 37 C-ზე მაღალი გქონდეთ, მაგრამ ის საშიშია არაა, სანამ ტემპერატურა 38 C-ს არ აღემატება.

II. ხველა

„იმის გათვალისწინებით, რომ COVID-19 ფილტვის ქსოვილს აღიზიანებს, ხველა მშრალი და ხანგრძლივია. მას თან ახლავს სუნთქვის გაძნელება და კუნთების ტკივილი. დაავადების პროგრესირებასთან ერთად, ფილტვის ქსოვილი სითხით ივსება და შესაძლოა, სუნთქვა კიდევ უფრო გაგიჭირდეთ, რადგან სხეული საკმარისი ჟანგბადის მიღებას ცდილობს“, - ნათქვამია სამეცნიერო ჟურნალ ScienceAlert-ის სტატიაში.

III. კუნთების ტკივილი

„კუნთების ტკივილი - ხშირად გამოწვეული კუნთების ანთებით (მიოზიტი) - ეს არ არის იშვიათი სიმპტომი ვირუსული ინფექციისთვის. ზოგადად, კორონავირუსმა, სხვა ვირუსების მსგავსად, შეიძლება გამოიწვიოს კუნთოვანი ქსოვილის ანთება“, -განაცხადა UNC სამედიცინო ცენტრის რესპირატორული დიაგნოსტიკური ცენტრის თანამშრომელმა ამირ ბარზინმა.

IV. პირღებინება

პირველი სამი სიმპტომების შემდეგ პაციენტს მუცლის ტკივილი ეწყება.

V. დიარეა

მკვლევარების თქმით, ეს მეხუთე სიმპტომია. „დიარეა COVID-19-ით დაავადებული ადამიანებში ხშირად გვხვდება. ამერიკულ ჟურნალ „გასტროენტეროლოგიაში“ გამოქვეყნებული ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, 206 პაციენტიდან 48 ადამიანს მხოლოდ საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევები აღნიშნებოდა, 69-ს კი, საჭმლის მომნელებელი და რესპირატორული სისტემების დარღვევა გამოუვლინდა.“.

რატომ აქვს თანმიმდევრობას მნიშვნელობა?

პირველ რიგში ეს სიმპტომები გრიპისა და კოვიდის განსხვავებაში გვეხმარება. მეორე მხრივ, გავიგებთ, რა ეტაპზე ვართ, რაც ექიმებს მკურნალობას გაუმარტივებს.


აგრეთვე წაიკითხეთ:

COVID-19-ის კიდევ ერთი სიმპტომი - რა ეტაპზე იგრძნობთ მეტალის გემოს?

6 ნიშანი იმისა, რომ კოვიდ-19 უკვე გქონდათ