
კორონავირუსმა სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტის სიცოცხლე იმსხვერპლა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„Covid-19 საბედისწერო აღმოჩნდა ჩვენი უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის სტუდენტ სოფიკო კვარაცხელიასთვის.
დაუნდობელმა უხილავმა მტერმა შეიწირა მისი სილამაზით, სიხარულით და მომავლის იმედებით სავსე სიცოცხლე!
სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, აკადემიური პერსონალი და სტუდენტები თანაუგრძნობენ სოფიკო კვარაცხელიას ოჯახს.
უფალს ებარებოდეს მისი სათნო და კეთილი სული!“, - წერია განცხადებაში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
ეს ვიდეო უნდა ნახოთ - ეკა ბესელია ცეკვავს „აჭარულს“ დათო ხუჯაძესთან ერთად