Digest Logo

„აღმოჩნდა, რომ ნაყოფის მოშორება არასწორად მოხდა… ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა…“ - პეტრე კოლხის ემოციური წერილი

1639550508
პეტრე კოლხი

მამა პეტრე კოლხი (კვარაცხელია) სოციალურ ქსელში ახალგაზრდა მეგობრის შესახებ ემოციურ წერილს ავრცელებს. მისი თქმით, ის შეყვარებულისგან დაორსულდა, თუმცა, ბიჭმა აბორტის გაკეთება მოსთხოვა. გოგონა კი არასწორად ჩატარებულ აბორტს ემსხვერპლა.

„ისეთი ლამაზი იყო, თვალს ვერ ვწყვეტდი. გარშემო სიკეთეს და მშვენიერებას ასხივებდა.

იმ წელს ჩააბარა უნივერსიტეტში , მე რომ გავიცანი… მასზე ალბათ ოთხი წლით პატარა ვიქნებოდი…

ვაკვირდებოდი, თუ სახლში ადრიანად დაბრუნდებოდა, სადარბაზოსთან ვხვდებოდი და პურის საყიდლად, ან უბრალოდ სასეირნოდ გავიდოდით… არაფერი ხდებოდა, უბრალოდ მომწონდა, რომ ასეთი ლამაზი იყო და ხმაც ისეთი ხავერდოვანი ჰქონდა, ოღონდ ესაუბრა და არც იმას ფიქრობდი, საინტერესო იქნებოდა, თუ არა…

ახალი სასწავლო წლის დაწყება უხაროდა, თან უკვე სტუდენტი იყო და გრძნობდა, რაღაც ახალი გამოწვევები დაიწყებოდა… მეც იშვიათად ვნახულობდი… ნახევარი წელი ისე გავიდა, ერთმანეთს შორიდან ვესალმებოდით…

ზამთრის არდადეგები სოფელში გაატარა… წლის ბოლოს უფრო ლამაზი და ხასიათითაც შეცვლილი მეჩვენა. არ უთქვამს, მაგრამ ისედაც მიხვდებოდი, რომ შეყვარებული იყო… ნაბიჯებს ისე დგამდა, იტყოდი, დაფრინავსო…

დაიწყო ახალი სასწავლო წელი, მეორე კურსზე წარმატებით გადავიდა. ადრიანი შემოდგომა იდგა, აივანზე ვიდექი, ამომძახა, ჩამო, პურის საყიდლად გამყევიო… გამიხარდა და კიბეებს გადავაფრინდი…

მოწყენილი და სევდიანი მეჩვენა… პურზე შევიარეთ, მერე ქუჩას ავუყევით და წმინდა ნიკოლოზის ტაძრისკენ ავიღეთ გეზი… დიდად არც უსაუბრია, ცრემლი მოერია და მომერიდა, მაგრამ მაინც ვკითხე, რაღაც გიჭირს, იქნებ შევძლო დახმარება -მეთქი.

შეყვარებულთან პრობლემები მაქვსო, მოკლედ მომიჭრა და სახლში მივბრუნდით… ვინერვიულე, განვიცადე, იმ ღამეს თითქმის არ მძინებია…

საბოლოოდ ყველაფერი გაირკვა. ორსულად იყო. ბიჭმა უთხრა, ოჯახს ჯერ ვერ შევქმნით, თავის რჩენა გაგვიჭირდება, იქნებ აბორტი გაიკეთოო…

ბევრი კამათის მიუხედავად, ბიჭმა თავისი გაიტანა და აბორტის გასაკეთებელი ფულით გაისტუმრა…

გოგონას მეგობარმა შესთავაზა, ექიმთან ვერ მივალთ, იქნებ ,,გაგიბაზრდეს”, ექიმბაშთან მისვლა სჯობსო…

ტყუპებზე ყოფილა ორსულად, მაგრამ აბორტზე მაინც ვერ თქვა უარი, ბიჭი სახლში ვერ წაიყვანდა, აღარც მშობლები მიიღებდნენ…

არ ვიცოდი რატომ, მაგრამ ვხედავდი, რომ ძალიან ფერმკრთალი იყო…

აღმოჩნდა, რომ ნაყოფის მოშორება არასწორად მოხდა…

ჩემი ულამაზესი მეგობრის ორგანიზმმა ვერ გაუძლო, ერთ კვირაში სისხლის მოწამვლით გარდაიცვალა…

იმ წამს ყველაფერი შემძულდა… ტყუპებმა დედა თან გაიყოლეს!..“, - წერს პეტრე კოლხი.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„ჩემ დროს ასე რომ ესწავლებინათ, მე დღეს ბევრად განათლებული ვიქნებოდი“ - გიორგი ყიფშიძე

ვინ არიან ზოდიაქოს ყველაზე ნელი ნიშნები

ეს ვიდეო უნდა ნახოთ - ეკა ბესელია ცეკვავს „აჭარულს“ დათო ხუჯაძესთან ერთად

VIDEO: „მაქვს შესაძლებლობა განვიცადო ბევრი წლის წინანდელი სიამოვნება და ვითამაშო“ - ეკა ბესელია უჩვეულო ამპლუაში

„94 წლის სოფიო ყოველ დღე დგებოდა ყველაზე ადრე და მისი საყვარელი ადამიანების ბედნიერებას შესთხოვდა უფალს ამ ფორმით“ - რას წერდა მოხუცი წერილებში

VIDEO: „პატრიარქმა უნდა იქადაგოს: ღვთივკურთხეულნო ქართველნო, მე მინდა გითხრათ, რომ ბატონი ამირანის დედაც“ - ბასილ კობახიძე ამირან გამყრელიძეზე