სოციალური ქსელის მომხმარებელი ელა ქარდავა ემოციურ პოსტს აქვეყნებს და ჰყვება ისტორიას, რომელიც ერთ მოხუცს ეხება. აღმოჩნდა, რომ გარდაცვალებამდე ქალი ფურცელზე, საკუთარი ხელით, ყოველდღე წერდა წერილებს.
„ბებია გარდაეცვალა მეგობარს, რამდენიმე დღის წინ შემთხვევით აღმოვჩნდით მასთან სახლში. ორმოცი ახალი გასული იყო. შუაგულ მისაღებში, მაგიდაზე სანთელი ენთო. ბებო ანთებდა ყოველდღე და ახლა უკვე მე ვცდილობ დავანთოო. კედელზე გარდაცვალებამდე რამდენიმე დღის წინ გადაღებული ფოტო ეკიდა. ვერაფრით იფიქრებდით ამ ულამაზესმა ქალბატონმა ლამის საუკუნე რომ მოილია ზურგს უკან. ყოჩაღ ბებოს, ყოველ დღე რომ გლოცავდათ -მეთქი. მოიცაო…
- ნახე რა განახოო, შემოიტანა ბიჭმა დიდი ჩანთა, დადო იატაკზე და გახსნა. დასტებად აკინძული ფურცლებით იყო ის ჩანთა სავსე.
ადრე სად ეცალა, მთაში ათასი საქმე ჰქონდა, რაც ქალაქში ჩამოვიყვანეთ მერე დაიწყო, დაახლოებით ოთხი წელი იქნება, ყოველ დილით დგებოდა, სანთელს დაანთებდა, მერე მიუჯდებოდა ამ მაგიდას და ფურცელზე იწყებდა წერასო. ყოველ დღე 94 წლის სოფიო დგებოდა ყველაზე ადრე და მისი საყვარელი ადამიანების ბედნიერებას შესთხოვდა უფალს ამ ფორმით. ათასობით ნაწერია და არც ერთი ფურცელი არ არის იდენტური. ეს რა არის ამაზე მეტი შვილებს და შვილიშვილებს აქვთ, რომ მოდიოდნენ სათითაოდ ატანდა ასე დაწერილსო.
ცრემლებმა თავისით დაიწყეს ღაპაღუპით დენა.
კინოა აბა რა არის?!
დალოცეთ შვილები, დედებო! ყოველ დღე დალოცეთ!“,- წერს ელა ქარდავა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
„შემხვდა შემთხვევით, ექიმის რიგში იდგა, რიგის ნომრით“ - რას წერს მაიკო წერეთელი გიორგი გახარიაზე