
„ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ“, - ასე სრულდებოდა მარიამ კაკაურიძის წერილი, რომელიც სოციალურ ქსელში რამდენიმე საათის წინ ვირუსულად გავრცელდა. დაახლოებით, 2 საათის წინ, მარიამს დედა გარდაეცვალა. ახლა სიკვდილის მარიამის მამა ებრძვის:
როგორც მან „დაიჯესტს“ უთხრა, მამამისი კლინიკაში ამ წუთებში გადაჰყავთ:
„დედა 54 წლის პედაგოგი იყო. მამაც მძიმე პაციენტია, ისიც 54 წლისაა. ახლა დამირეკეს და საჩხერის კლინიკაში გადაჰყავთ. ხალხი მეხმარებოდა, ყველა გვერდით დამიდგა.
მე სწრაფი ტესტი გავიკეთე. უარყოფითი აჩვენა, მაგრამ გადასამოწმებელი ვარ.
მშობლები სახლში მკურნალობდნენ. მეექვსე დღეს თავად მივიდნენ ქუთაისის ერთ-ერთ კლინიკაში. მამას გაუკეთეს პსრ და დააწვინეს. დედას არ გაუკეთეს, არ გჭირდებაო. მამას 3 დღის მერე უარყოფითი მოუვიდა ტესტის პასუხი და გამოწერეს კლინიკიდან, ხოლო გორში მერვე დღეს დაუდასტურდა“, - გვითხრა მარიამმა.
აქვე გთავაზობთ მის გვიანდელ პოსტს.
„ჩემი მშობლები სახლში მკურნალობდნენ.
გახდნენ შეუძლოდ მამას გაუკეთეს პსრ ტესტი და დააწვინეს კლინიკაში. 3 დღის შემდეგ მოვიდა უარყოფითი პასუხი და გამოწერეს სახლში!
თბილისიდან ჩასულს მამა დამხვდა ცუდად. ვრეკავ 112-ში. 2საათი არავინ მოდის. ჩემით მიმყავს გორმედის კლინიკაში. გზაში გამიხდა უფრო ცუდად ვიძახებ სასწრაფოს და მოდიან 30 წუთში. მამასთან მედპერსონალი არ ჯდება. მე დავუჯექი. გორმედში მისულები 1საათი დერეფანში ვიყავით. არავინ გაუკეთა დამამშვიდებელი, სანამ არ ვიყვირეთ.
გამოჩნდა 2 ღვთისნიერი ექიმი და იმათ მიმიხედეს და მომიყვანეს დღემდე ! ახლა, მამას სჭირდენა სასწრაფო რეანიმაცია 2დღეა და არაფერია ! 1505 112-ს მიმართეო, 112-მა ექიმები აგვარებენო. ექიმმა შენ იპოვე ექიმიო! მამას აქვს კოვიდი და ინსულტი .
დედა
დედას არ გაუკეთეს ტესტი ,რადგან ფეხზე იდგა და უფრო უკეთ იყო. თხოვნით ერთი გადასხმა გაუკეთეს და გაუშვეს სახლში. მეორე დღეს ცუდად გახდა, გამოვიძახე სასწრაფო და წაიყვანეს კლინიკაში ! იყო მიმღებში 2დღე და არა პალატაში ! პირველ დღეს გაუკეთეს გადასხმები. მეორე დღეს არაფერი და მესამე დღეს დამძიმდა. მადლობა მის ექიმს, ვასო ფარცხალაძეს, შეუძლებელს აკეთებს დედასთვის! დედასაც ესაჭიროება რეანიმაცია ! ჯანდაცვის და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური
ერთი მშობელი მაინც გადამირჩინეთ ! თქვენი ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის და არასწორი ტესტის პასუხის გამო ვართ ასეთ დღეში ! პირველივე სიმპტომოდან დაიწყეს მკურნალობა სახლში ,საკუთარი ხარჯებით !