Digest Logo

🎥 „ეს დღე ბევრ სასიამოვნო სიახლეს და სიურპრიზს გპირდებათ“ - 17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1752735146
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია და ამ დღის გამოყენება იდეალურად შეგიძლიათ ახალი ინფორმაციის ათვისებისთვის. კარგი დღეა ახალი საქმის შესწავლისთვის“, - 17 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რას მოუტანს ეს დღე ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს? - ეზოტერიკოსმა ზოდიაქოს ცალკეული ნიშნებისთვის რეკომენდაციები გაგვიზიარა:

ვერძი 

დღეს გექნებათ განსაკუთრებული ენერგია იმოქმედოთ, ეცადეთ ჯერ კარგად შეისწავლოთ სიტუაცია და შემდეგ იმოქმედოთ. 

კურო 

თუ შინაგანი დაძაბულობა გაქვთ და გრძნობთ, რომ დაიღალეთ ეცადეთ ეს დღე ენერგიის აღსადგენად გამოიყენოთ. ან განმარტოვდით ან წადით მეგობრებთან ერთად, სადაც თავს უკეთ იგრძნობთ.

ტყუპები

დღეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებასთან ურთიერთობა, შეიძლება მიიღოთ საინტერესო შეთავაზება და სიახლეები. 

კირჩხიბი

დღევანდელი დღე მნიშვნელოვანი იქნება. ეცადეთ, საკუთარ თავზე აიღოთ პასუხისმგებლობა. იზრუნეთ იმაზე, რომ იყოთ წარმატებულები.

ლომი

საინტერესო დღე გელოდებათ, ნებისმიერი რამ რასაც ხელს მოჰკიდებთ, მარტივად გამოგდით. ნებისმიერი სიახლე, რომელიც გინდათ თქვენ ცხოვრებაში შემოიტანოთ, დღეს საფუძველს ჩაუყრით.

ქალწული

შესაძლოა, დღეს ზედმეტად ემოციური იყოთ. კარგი იქნება გადააფასოთ, რატომ დაუშვით ესა თუ ის შეცდომები.

სასწორი

დღეს აქტუალური იქნება პარტნიორული ურთიერთობები. იყავით გულახდილები და გადადგით პირველი ნაბიჯები.

მორიელი

დღევანდელი დღე საკმაოდ აქტუალურია სამუშაოსთვის ნებისმიერი რამ რასაც ხელს მოჰკიდებთ გამოგდით და იქნება წარმატების მომტანი.

მშვილდოსანი

დღეს შეგიძლიათ, იყოთ აქტიურები და თამამები გამოხატოთ ემოციები, რომელიც გაქვთ. დაუთმეთ დრო იმას, რისი კეთებაც გსიამოვნებთ. ეს დღე ბევრ სასიამოვნო სიახლეს და სიურპრიზს გპირდებათ.

თხის რქა

თქვენთვის ეს დღე შესაძლოა, დამღლელი იყოს, რადგან ოჯახი დიდ ყურადღებას მოითხოვს შესაბამისად მოგიწევთ სწორად გაანაწილოთ დრო, რომ არ მოაკლდეს დრო არც სამსახურს და არც სახლს. ეცადეთ, დღის პირველ ნახევარში ჩამოწეროთ გეგმა. 

მერწყული 

დღევანდელი დღე საინტერესო იქნება, თითქოს გონება კარგად მუშაობს, მოგდით იდეები და აუცილებლად ჩამოწერეთ ეს იდეები. შესაძლოა, მომავალში მარტივი იყოს მათი განხორციელება.

თევზები

თქვენთვის აქტუალური იქნება ფინანსური საკითხები, ეცადეთ მაქსიმალური დაკვირვება გამოიჩინოთ და არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები. არ არის სასურველი მნიშვნელოვანი შენაძენების განხორციელება.

იმოქმედეთ, თუმცა იყავით წინდახედულები და ფრთხილები. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში? - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

⭕„თუ კი მე დღეს ჯანმრთელობა შერყეული მაქვს და დღეს უბინაოდ ვარ, ეს არის წინა ხელისუფლების დამსახურება“ - ეკა კვალიაშვილი

⭕როგორ მოვიქცეთ ზაფხულის ცხელ დღეებში? - ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციები