Digest Logo

„ძალიან მძიმე 2 კვირა გველის... ყველამ უნდა გაიაზროს, რა საშიშროების წინაშე ვდგავართ“ - ივანე ჩხაიძის მიმართვა

1628833745
ივანე ჩხაიძე

დაწესებული შეზღუდვები შედეგს 2-3 კვირაში გამოიღებს - აღნიშნულის შესახებ სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ.ექიმების განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ინფიცირებულთა რაოდენობა არ შემცირდება, ქვეყანა საწოლფონდის გარეშე დარჩება. ისინი მოქალაქეებს მოუწოდებენ, რომ არსებული რეგულაციები ზედმიწევნით დაიცვან.

„7 ათასი საწოლიდან 500 თავისუფალი საწოლი ნიშნავს იმას, რომ სამედიცინო სისტემა არის ზღვარზე. რამდენ ხანს გაგრძელდება ასეთი კრიტიკული მდგომარეობა, ძნელი სათქმელია. 2 კვირა არის ის მინიმუმი დრო, როდესაც ნებისმიერი მკაცრი ეპიდემიოლოგიური ღონისძიება, ნებისმიერი მკაცრი აკრძალვა შედეგს გამოიღებს.

ძალიან მძიმე 2 კვირა გველის წინ და ყველამ უნდა გავიაზროთ თუ რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყანა, რამდენად დიდი რისკია, რომ ერთ მშვენიერ დღეს ქვეყანაში აღარ დარჩეს თავისუფალი საწოლი," - აცხადებს იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე.

ასევე დაგაინტერესებთ👇

„პაციენტებისთვის ადგილი არ არის, სავარძელზე ტარდება პირველადი სამედიცინო მანიპულაციები“ - დევი ტაბიძე

„არ ჩამოხვიდეთ ბათუმში დასასვენებლად, მაღალი რისკია“ - ექიმი სოფო ბერიძე

„მე ფილტვის დაზიანება 19 მაქვს, ინეზას 20, მამაოს 18. თუ გაიზრდებიან პაციენტები, ვეღარ მოგვივლიან სიკვდილის დარაჯები... გთხოვთ, იჩქაროთ, დანაღმულია ქვეყანა“ - მძიმე კოვიდ ისტორია