კოვიდინფიცირებული, თამუნა თანდაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ პოსტს აქვეყნებს და მეგობრებს თავისი ჯანმრთელობის შესახებ უახლეს ინფორმაციას აწვდის.
როგორც თამუნა წერს, კლინიკაში ინეზასთან და მამაოსთან ერთად წევს, საავადმყოფოში კი სიტუაცია მძიმეა.
„მე ფილტვის დაზიანება 19 მაქვს, ინეზას 20, მამაოს 18.
კოვიდს სცოდნია ჰალუცინაციები, რაც მოვედი ხან საბავშვო ბაღში ვარ 4 წლის თამუნა, 2 პავიდლოიან ცხელ ბულკს ვითხოვ ჩაწყობით, ხან უმკაცრესი დედლაინი მაქვს და მეილები მავიწროვებენ, საკურსოც დასაწერია და ტელეფონს არ იღებს კურსელი...
ექიმს ავიაიციის სპეციალისტი ვგონივარ და როგორი სათქმელია რომ ბაღში ვარ და ლექსებს ვსწავლობ....
ვიტანჯები ფარულად და აშკარად, და ინეზას ვუმხელ დროში მოგზაურობების შესახებ. ხარხარებს კეთილი ინეზა, ეგ რა არის მე ყოველ დილით დოლგარმონით ქეიფი მინდა, ჩანაწერი არ დამანახო! ცოცხალი შესრულება მარტოო!
რა კარგი პალატა ვართ , 4 წლის ბაღის აღსაზრდელი ბუშტებით, პანდებით დღესასწაულეით და 65 წლის სუფრის დარდიმანდი.
მამაო აორმაგებს ლოცვებს, ისეთი რეანიმაციის საკულტო დასი შეხვდა!
გუშინ სავარცხელი მოატანინა ინეზამ, თმა უნდა ავიწკიპოო, მე მაგაზე ნაკლები ვარ? არიქა თანდაშვილები ვაფრინე "ჩოთქი" !
ვწევართ ახლა თავ გადავარცხნილები - წიქარას ზღაპარში ვართ, მოვიქნევთ ახლა სავარცხლებს და ჟანგბადის ტალღა დაგვეწევა და აგვივსებს დაფუფქულ ფილტვებს.
მიბრუნდება გაქცეული იუმორი და დიდი მადლობა რამდენი უცნობი ადამიანი მწერთ რომ აიცრებით, რა კარგი ხალხი ხართ.
სიკვდილი ისეთი კომიკური და სიცოცხლე ისეთი ნახევარწამიანია კოვიდთან ომში, თქვენი აცრები გვჭირდება მე ინეზას და მამაოს, დაგვანებულ ოროსნებს. თუ გაიზრდებიან პაციენტები, ვეღარ მოგვივლიან სიკვდილის დარაჯები
გთხოვთ, იჩქაროთ, დანაღმულია ქვეყანა“- წერს თამუნა თანდილაშვილი.
ასევე დაგაინტერესებთ👇