Digest Logo

ძნელად წარმომიდგენია იმაზე სწრაფი გავრცელება ჰქონდეს ახალ შტამს, რაც 3 კვირის წინ გვქონდა - იმნაძე

1608888784
იმნაძე პაატა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე, პაატა იმნაძე ამბობს, რომ კორონავირუსის ახალი შტამის არ უნდა გვეშინოდეს. ამის შესახებ მან საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

„იმაზე სწრაფი გავრცელება, რაც ჩვენ გვქონდა, დაახლოებით, 3 კვირის წინ, ძნელად წარმომიდგენია რომ ახალ შტამსაც ჰქონდეს.

რაც მთავარია, ახალ შტამთანაც რჩება იგივე – პირბადე და დისიტანცია.

ამიტომ გადაჭარბებულად ნუ შეგვეშინდება ახალი შტამის, ისიც საკმარისია, რაც დღეს ცირკულირებს“,- ამბობს იმნაძე.


თქვენს თავს დააბრალეთ... – პაატა იმნაძე


თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ “კვირის პალიტრასთან” ინტერვიუში ისაუბრა.

„ევროპასთან შედარებით, ჩვენთან შეზღუდვები ძალიან ლიბერალურია. ახლა ყველაფერი დამოკიდებულია ჩვენს ქცევაზე, თუ გავიკეთებთ პირბადეს, დავიცავთ დისტანციას, თუ ბიზნესი თავის სამოქმედო არეალში დაიცავს წესებს და გააკონტროლებს სიტუაციას, შემსუბუქება შესაძლებელი იქნება. თუ არა, მაშინ გამკაცრებული შეზღუდვების შედეგები ბიზნესმაც და ადამიანებმაც საკუთარ თავს დააბრალონ. თუ ადამიანები წესებს არ იცავენ, სახელმწიფო იძულებული ხდება, შეზღუდვები დააწესოს”, - აცხადებს იმნაძე.


🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

პოლიციამ 2 კოვიდინფიცირებული მოქალაქე დააჯარიმა

ნუ მივალთ შვილიშვილებთან, ნუ მივალთ ბებიებთან და ბაბუებთან – იმნაძის გაფრთხილება