ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული, - ამის შესახებ ინფექციონისტმა, ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა. მისი თქმით, ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში „დელტას“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება.
„ეპიდსიტუაციის გაუარესება რამდენიმე ფაქტორითაა განპირობებული. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, ზოგადად, ეპიდსიტუაცია გლობალურად გაუარესებულია და ჩვენს რეგიონში „დელტას“ შტამი ძალიან სწრაფად ვრცელდება. შესაბამისად, საქართველოშიც „დელტას“ შტამის გავრცელება, ასე ვთქვათ, საკმაოდ მაღალია. ამას თან ერთვის ის, რომ რეკომენდაციების შესრულება თითქმის, არ ხდება. განსაკუთრებით, ეს ეხება პირბადის ტარებას როგორც დახურულ, ასევე ღია სივრცეში. ამიტომ მსურს, მოვუწოდო მოსახლეობას, რეკომენდაციები დაიცვან, განსაკუთრებით იქ, სადაც ფიზიკური დისტანცირება ვერ ხერხდება“, - განაცხადა გოგინავამ.
➡️ასევე დაგაინტერესებთ:
17 ივლისს, პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით, საპროტესტო აქცია გაიმართება
„ჟურნალისტური ოჯახის ერთიანობა და პროტესტის გადამდები ძალა"-ინგა გრიგოლია