დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდსიტუაციის სერიოზულად გაუმჯობესებამდე ძალიან საქართველოს ძალიან შორს არის. ამის შესახებ მან „ქრონიკასთან“ საუბრისას განაცხადა.
„ტენდენცია არის კლებისა და ეპიდსიტუაციის დამშვიდებისკენ, მაგრამ ჯერ ძალიან შორს ვართ, იმისგან, რომ ვთქვათ – ეპიდსიტუაცია სერიოზულად უმჯობესდება.
ეპიდსიტუაცია ნელი ტემპით, მაგრამ უმჯობესდება, რაზედაც რამდენიმე ფაქტორმა იმოქმედა: ერთი, ის რომ საკმაოდ ინტენსიურია აცრების რაოდენობა ერთი თვის განმავლობაში, მეორე, ის შეზღუდვები, რაც დაწესდა და მესამე დაკავშირებულია ვირუსის ბიოლოგიურ ციკლთან“, – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„თუკი სიმამაცეს გასწავლი, მგონია, რომ სხვისი დადანაშაულება არასდროს მოგინდება“ - წერილი მოსწავლეს
🔵VIDEO: „ავტორიტარულ ოჯახში გაზრდილი ბავშვი გარანტირებულად იქნება დეპრესიული“