ფსიქოლოგმა ნანა ჩაჩუამ დეპრესიის გამომწვევი მიზეზები დაასახელა. მან ხაზი გაუსვა გენეტიკის, გარემო პირობებისა და ადამიანის ტიპაჟის მნიშვნელობას:
„დეპრესიისთვის მზაობა შეიძლება გენეტიკური იყოს. შემდეგი მიზეზი გარემო პირობებია, რომელმაც შეიძლება დეპრესიას პროვოცირება გაუკეთოს. მნიშვნელოვანია აღზრდის პროცესები, სადაც ჩამოყალიბდება ეს დეპრესიულობა.“
ნანა ჩაჩუას თქმით, დეპრესიული ტიპის ადამიანს პიროვნებად შედგომის შიში აქვს:
„შემდეგი არის ტიპაჟი. ადამიანები მიეკუთვნებიან ან დეპრესიულ ტიპს, ან შიზოიდურ ტიპს, ან კომპულსიურს და ისტერიულ ტიპს. თითოეულ მათგანს აქვს თავისი შიშები. დეპრესიულისთვის დამახასიათებელია პიროვნებად შედგომის შიში. დეპრესიულ ადამიანს არ შეუძლია რეალობის პირისპირ დგომა. ის გაურბის ამ რეალობას და პასუხისმგებლობას ვერ იღებს.
„ავტორიტარულ ოჯახში გაზრდილი ბავშვი გარანტირებულად იქნება დეპრესიული სამომავლოდ. დეპრესიულ მშობლებს და განსაკუთრებით დეპრესიულ დედას დიდი ალბათობით ბავშვიც დეპრესიული ჩამოუყალიბდება. როგორ მივუდგეთ დეპრესიულობისკენ მიდრეკილ ბავშვებს? მათ პასუხისმგებლობა იმთავითვე უნდა აიღონ. ბავშვი რომ ჭამს თვითონვე, თავისი ხელით და ჩამოითხვრება, დედა ჰკიდებს კოვზს ხელს და ეუბნება: „მე გაჭმევ.“ სჯობს, რომ ბავშვმა ჩამოითხვაროს. ბავშვს უნდა უთხრა: „ყოჩაღ, შენ რა კარგად შეგიძლია.“ რატომ არის ეს საჭირო? იმიტომ, რომ ადამიანი თავის თავს ხედავს თავის ნამოქმედარში,“ - აღნიშნულ საკითხებზე ნანა ჩაჩუამ რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„იმაზე მეტად რა მატკენს ახლა, რაც შენი სიკვდილით გავნადგურდი?“ - ვინ გარდაეცვალა გიორგი სუხიტაშვილს
🔵„მე მოგიყვებით სიკვდილზე გამარჯვების ისტორიას“ - რას წერს მარიამ ხორგუაშვილი კოტე ზარნაძეზე
🔵„ამ ჭაობიდან მარკ ცუკერბერგმა უნდა იხსნას პლანეტა“ - რას წერს რეანიმატოლოგი