დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ეპიდვითარების განვითარებაზე მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ტრანსპორტში წესების დაცვა. გამყრელიძე მუნიციპალური ტრანსპორტის აღდგენასთან დაკავშირებით გარკვეულ რეკომენდაციებს ავრცელებს.
„ეპიდსიტუაცია დამშვიდებისკენ ნელი ტემპით მიდის. ამიტომ ხვალიდან, როცა ტრანსპორტი ამუშავდება, განსაკუთრებით უნდა ვიფრთხილოთ, ტრანსპორტით გადაადგილების ყველა წესი თითოეულმა მოქალაქემ უნდა დაიცვას. ვეცადოთ, რომ არ გადაიჭედოს ტრანსპორტი, ანუ, დისტანცია მაქსიმალურად გვქონდეს, რამდენადაც ეს შესაძლებელია. ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი მომავალი კვირების განმავლობაში, რადგან, მოგეხსენებათ, ტრანსპორტი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რისკფაქტორია ეპიდსიტუაციის გაუარესების. ახლა ეპიდსიტუაციის გაუმჯობესების დაღმავალ ფერდზე ვართ და უნდა ვეცადოთ, რომ წესები დავიცვათ“- განაცხადა ამირან გამყრელიძემ „რუსთავი 2“-თან ინტერვიუში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„რუსებს მინდა დავეჯღანო და დავცინო სიკვდილის წინ“ - ჩერგოლეიშვილი