„შეაჩერე კორუფციის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი, ქეთევან ენუქიძე დედასთან ურთიერთობის ერთ-ერთ ეპიზოდს სოციალურ ქსელში აქვეყნებს:
„დედაჩემმა ცვაიგის მარიამ სტიუარტი გამომიტანა და მეკითხება:
– ამას ვკითხულობ და, შენი აზრით, წაკითხული მქონდა?
კი-მეთქი.
მართლა მახსოვს, რომ ბოლო ხანებში წაიკითხა…
ახალგაზრდობაში წაკითხვას თუ არ ჩავთვლით.
მერე მეუბნება:
რატი კითხულობს ძალიან საინტერესო წიგნს, მგონი, ჩინგიზ-ხანზე.
მთელი ჩემი უზარმაზარი ბიბლიოთეკა დედაჩემთანაა და ვიცი, რომ ძირითადად იმ წიგნებს კითხულობენ.
ვერაფრით გავიხსენე, რა მქონდა ჩინგიზ-ხანზე.
სალმან რუშდის ფლორენციელი ჯადოქარი აღმოჩნდა…
არაფერი მითქვამს…
დაფათურობს ამ წიგნებში, ბლოკნოტში იწერს რაღაც ფაქტებს წიგნებიდან.
ბავშვივით უხარია, რომ შარშან დაიმახსოვრა ბეთჰოვენის დაბადების და გარდაცვალების წლები, თუმცა დღეს აღარ ახსოვს…
და ა. შ…
უკვე იმასაც ვდარდობ, როცა იქნება, ამ წიგნების წამოღების დრო რომ დადგება…
მთელი ცხოვრება იმ შინაგანი განცდით გავატარე, რომ ზევსის მეხი არაფერი იყო დედაჩემის ჭექა-ქუხილთან, მაგრამ დღეს ერთ ფიქრში გამოვიჭირე თავი – თითქოს პატარა ბავშვია…
ბებიაჩემის დედისერთა და, პრინციპში, ჩემიც ერთადერთი ნაზიბროლა…
ჯანმრთელები გყავდეთ დედები,“ - წერს ენუქიძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„13-14 წლის გოგონები ისე კარგავენ ქალიშვილობას, ვერც კი ხვდებიან“ - ექიმი ლევან ფერაძე
„რუსებს მინდა დავეჯღანო და დავცინო სიკვდილის წინ“ - ჩერგოლეიშვილი