Digest Logo

„ეს პრეპარატი სასწაულმოქმედი იქნება“ – რას ამბობს ისრაელში მცხოვრები ქართველი ექიმი კოვიდის წამალზე

1629310962
ექიმი

ანესთეზიოლოგი ირაკლი კილაძე, რომელიც ისრაელში მუშაობს, კოვიდის სამკურნალო წამლის შესახებ „მკურნალი.ჯი-სთან“ ჰყვება, რომ შექმნილია წამალი, რომელიც დიდ ეფექტს მოახდენს კოვიდთან ბრძოლაში.

„საბედნიეროდ, ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრომ დაუშვა პრეპარატის გაფართოებული კვლევა. პირველმა კვლევამ საოცარი შედეგი აჩვენა – პაციენტების 95%-ზე მეტს რამდენიმე ხანში მოეხსნა სუნთქვითი პრობლემები, ციტოკინური შტორმი. მათი მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდა. იმედი უნდა ვიქონიოთ, რომ ეს პრეპარატი მალე წამოგვეწევა. ახლა ექსტრემალური პირობები გვაქვს, ალბათ დაჩქარდება კვლევა.

პრეპარატი, რომლის გამოცდაც ახლა მიდის, ვფიქრობ, სასწაულმოქმედი იქნება. ადვილად ასატანია პაციენტისთვის – მისი მიღება შესუნთქვით, ინჰალაციით ხდება“.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, კორონა არ არსებობს, არაფერი გვემუქრება… ეს უნდა შევინანოთ“ – დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

🔵„ბოდიში, ვერ დაგეთანხმებით... კოვიდით ავადდება აცრილიც და აუცრელიც“ - რატომ უპირისპირდება იუნა შაფათავა ამირან გამყრელიძეს

🔵„სახლში ვარ!“ - რა ფოტოს აქვეყნებს თანდაშვილი?