Digest Logo

ეს სამი რეგიონი ყველაზე მეტად საყურადღებოა - გამყრელიძე

1602662410
გამყრელიძე - 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, კორონავირუსის ინფექცია აჭარის რეგიონს გასცდა და ამ ეტაპზე საქართველოს 3 რეგიონი ყველაზე საყურადღებოა.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ინფიცირების ახალი შემთხვევები სიმპტომიან პაციენტებზე მოდის.

„დედაქალაქში დღეს დაფიქსირდა ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 297, რამაც მოიცვა 44%. ასევე მაღალია ინფიცირების მაჩვენებელი იმერეთში, რომელიც ძირითადად ქუთაისის ხარჯზეა, აქ 150 შემთხვევა დადასტურდა.

სამიზნე ჯგუფების მიხედვით ძირითადად ახალი შემთხვევები მოდის სიმპტომიან პაციენტებზე, რომლებიც აქტიურად მიმართავენ პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებს, ცხელების ცენტრებს, კოვიდ და ონლაინ კლინიკებს, ხდება ნაცხის აღება და მათი ტესტირება. 680 შემთხვევიდან 362 გახლავთ სწორედ სიმპტომიან პაციენტებზე.

ამიტომ ჩვენი მოწოდებაა, რომ ვისაც კი პირველი სიმპტომები აქვს კოვიდინფექციასთან დაკავშირებული დაუყოვნებლივ უნდა დარეკონ 112-ზე“, - განაცხადა გამყრელიძემ.

ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 680 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა 381, ხოლო 7 პაციენტი ვირუსს ემსხვერპლა.