Digest Logo

რატომ უნდა აიღოთ ნაძვის ხე ნათლისღებამდე? - ნაძვის ხის აღებამდე აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს 3 რჩევა

1737105240
ნაძვის ხე

ლეგენდის მიხედვით, ახალი წლის ღამეს ყველა ოჯახში ლამაზად მორთულ ნაძვის ხეზე ფუძის ანგელოზი ჯდება და ოჯახს ლოცავს. წარმოიდგინეთ, რამხელა საკრალური მნიშვნელობის მატარებელი ყოფილა ნაძვის ხე. 

ზოგიერთები ნაძვის ხეს ახალი წლის დადგომის მეორე დღესვე იღებენ, თუმცა ოჯახების უმეტესობას ნაძვის ხესთან განშორება ძველით ახალი წლის შემდეგ ურჩევნიათ. ამ დროს, ზამთრის არდადეგები მთავრდება, სკოლაში სწავლა იწყება და ყველა ცდილობს, სახლს პირვანდელი სახე დაუბრუნოს.

მაინც, როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე – ნათლისღებამდე, ანუ 19 იანვრამდე, თუ მის შემდეგ?

ამ კითხვაზე ცალსახა პასუხი არ არსებობს. უბრალოდ, არსებობს ტრადიცია, რომ ნათლისღებას სახლი საშობაო და საახალწლო სიმბოლოებისგან განთავისუფლებული, დასუფთავებული და მოწესრიგებული უნდა იყოს.

ნაძვის ხის აღებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ რამდენიმე რჩევა - აუცილებლად გაითვალისწინეთ ეს გაფრთხილებები და ნაძვის ხეს ნაზად მოეპყარით.

1. თუ ბუნებრივ ნაძვის ხეს მიანიჭეთ უპირატესობა, არავითარ შემთხვევაში არ დაწვათ და არც ცულით დაჩეხოთ, რადგან სერიოზული უბედურება არ აგცდებათ. დატოვეთ ტყეში ან უბრალოდ სახლთან ახლოს დადეთ.

2. თუ თქვენი ნაძვის ხე ხელოვნურია, მაშინ სათამაშოების მოხსნის შემდეგ ფრთხილად დაშალეთ, მტვერი მოაშორეთ და სუფთა ყუთში შეინახეთ.

3. და მთავარი, როდის უნდა აიღოთ ნაძვის ხე… როგორც აღმოჩნდა, ნაძვის ხე უნდა აიღოთ 18 იანვარს. თურმე დაუშვებელია, 19-ში, ნათლისღებას, სახლში ნაძვის ხე იდგეს.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნე“ - როგორ ამოვიცნოთ რომელი პროდუქტები შეიცავს „წითელ საღებავ ნომერ 3-ს“

⭕2025 წლის 2 ყველაზე რთული თვე, როდესაც შესაძლოა, სხვადასხვა დაბრკოლება და უსიამოვნებები შეგვხვდეს

⭕მოაქვს თუ არა ტელეფონის ნომერს თქვენთვის წარმატება და იღბალი ცხოვრებაში? - ასტროლოგის რჩევა