„FDA დღეს დაამტკიცა მესამე, ეგრეთ წოდებული ბუსტერ დოზა Pfizer-ით ვაქცინირებული პოპულაციის ნაწილისთვის. ბუსტერ დოზა დამტკიცდა გადაუდებელი ავტორიზაციის სტატუსით“, – ამის შესახებ ექიმი ნანა გეგეჭკორი წერს.
„მესამე დოზის მიღება შესაძლებელია, სრულად ვაქცინირებიდან 6 თვის შემდგომ, შემდეგი ჯგუფებისთვის: 65 წელს გადაცილებულებს, 18 – 65 წლის ფარგლებში კოვიდი -19-ის მძიმე ფორმებით ავადობის მაღალი რისკის მქონე ადამიანებს. 18 – 65 წლის ასაკის ადამიანებს, ვისაც კოვიდ -19-ით ინფიცირების მაღალი რისკის შემცველ გარემოში უწევთ ყოფნა.
P.S. ეს წესი ვრცელდება მხოლოდ Pfizer-ის ვაქცინაზე. ავტორიზაციის საბჭოში წარდგენილი იყო მხოლოდ ამ კონკრეტული ვაქცინის აპლიკაცია. ეს წესი ჯერჯერობით, არ ვრცელდება არცერთ სხვა ვაქცინაზე და არც სხვა ვაქცინებით აცრილი ადამიანებში ბუსტერ დოზად Pfizer-ის გამოყენებაზე“, – ვკითხულობთ გეგეჭკორის ფეისბუკ - პოსტში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵„როდის თხოვდები“ დავასრულეთ...“ - ნანუკა გულუა გათხოვდა
🔵„იმის მაგივრად მადლობას მიხდიდეთ, გამოდიხართ აქ და პატივისცემა დავკარგეო“- ზაზა თელია