Digest Logo

„იმის მაგივრად მადლობას მიხდიდეთ, გამოდიხართ აქ და პატივისცემა დავკარგეო“- ზაზა თელია

1632381291
ზაზა თელია

ექიმი ზაზა თელია სოციალურ ქსელში მიმართვას აქვეყნებს და წერს, რომ მომხმარებლების უმეტესობას მტკიცებითი მედიცინის ნაცვლად შარლატანების სჯერა და ექიმებს, სიმართლის თქმის გამო, ლანძღავენ.

„როგორი შარლატანიზმიც სუფევს ქართულ მედიცინაში, ასეთივე შარლატანიზმი სუფევს ქართულ მომსახურებაში, ტურიზმში.

სამარცხვინო, გულის ამრევი, ვინ ჩამოვა საქართველოში, აქ ხომ იმაზე ფიქრობენ როგორ გაწეწონ პაციენტი, როგორ გაწეწონ ტურისტი.

ყველაფერზე წამსვლელი სამარცხვინო ინდივიდების გამო დაქცეულია ქვეყანა და ქაქის სუნი ასდის.
თურქეთი? თურქები?

თურქებს ედრებით? ვერასდროს ვერ მივალთ მათ დონემდე.

არ მაქვს სურვილი ვიცხოვრო ამ ქვეყანაში, შემაზიზღეთ!

იმის მაგივრად მადლობას მიხდიდეთ, თქვენი ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად, ჯიბეების დაზოგვისთვის ისეთ ინფორმაცია გიზიარებთ, რომელიც ფასადაუდებელია, გამოდიხართ აქ და პატივისცემა დავკარგეო.

მიმიფურთხებია თქვენი პატივისცემისთვის, შარლატანებს ეცით პატივი, მე არ მჭირდება,“ - წერს ზაზა თელია.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵ავიღებ პასუხისმგებლობას, გადავდგები, თუ… – თენგიზ ცერცვაძე

🔵„პავლე, თამარ და ნიკა, ვიზიარებ, მკვლელია ეს ვირუსი... 3 ჩვენგანი საკუთარი, 2 დედის და 1 მამის სიკვდილის შემსწრე გახდა“

🔵„რა ეხება და რა არ ეხება საპატრიარქოს? - ანაკლიაში მუსიკალური ფესტივალი ჩატარდეს თუ არა – ეხებათ“