Digest Logo

ესაა ბავშვების ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალება - ივანე ჩხაიძე

1627050059
ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ ზაფხულის პერიოდში, ბავშვების დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია.

„თუ ოჯახის წევრები ვაქცინირებული არიან, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ შვილებს საფრთხე არ ემუქრებათ. ძალიან ცოტაა ახლა ორგანიზებული ჯგუფები და დახურულ სივრცეში კონტაქტები. ყველაზე მეტი კონტაქტი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ესაა საოჯახო-საყოფაცხოვრებო კონტაქტები. ამიტომ ჩვენ, როდესაც ჩვენ ცოტა ხნის წინ გვქონდა სლოგანი „აიცერი და დაიცავი“ ეს ყველაზე კარგადაა მორგებული ახლანდელ რეალობასთან: თუ შენ აიცრები დაიცავ შენი ოჯახის წევრებს, დაიცავ შენს შვილსა და შვილიშვილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ პრაქტიკულად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მატება ინფექციის იმდენად მაღალია, რომ საქართველო უკვე შესულია წითელ სიაში, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელმა გადააჭარბა დასაშვებ ზღვარს“, - აღნიშნა ჩხაიძემ.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„ეს ყველაფერი დიდწილად კალანდიასნაირი შარლატანების მიერ შექმნილი მითების დამსახურებაა“ - კვესიტაძე

„ვიცი, გამაკრიტიკებენ - წყალშიც მომთხოვს პირბადის გაკეთებასო“ - გამყრელიძე ბათუმის ბულვარში პირბადის გაკეთებას ითხოვს

„ჩემი პაციენტი, 12 წლის ბავშვი ავცერით „ფაიზერის“ ვაქცინით“ - თემურ მიქელაძე