ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი, ანი ქავთარაძე, განმარტავს, რომ არც კოვიდ პაციენტს და არც კოვიდგადატანილ პაციენტს არ ესაჭიროება კომპიუტერიული ტომოგრაფია.
მისი თქმით, დღეს არანაირი კვლევა არ არსებობს იმის საპირწონედ, რომ კოვიდპაციენტს აუცილებლად გადაუღონ კომპიუტერული ტომოგრაფია.
„ერთ-ერთი ცნობილი კლინიკის (რა თქმა უნდა, არ დავასახელებ) რეკლამა შემხვდა, სადაც ისინი დაბეჯითებით წერდნენ, რომ კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ) არის რადიოლოგიური კვლევა, რომელიც რეკომენდებულია ყველა კოვიდგადატანილი პაციენტისთვის!
მინდა ცალსახად და ხაზგასმით აღვნიშო, რომ ეს ასე არ არის! ყოველ შემთხვევაში, დღესდღეობით, ზემოაღნიშნულის არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს!
რა არის კტ?
ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, კტ ახდენს სხვადასხვა კუთხიდან გადაღებული რენტგენოლოგიური სურათების კომპიუტერულ დამუშავებას და ქმნის ორგანოთა შრეობრივ ვიზუალიზაციას.
შესაბამისად, კტ გვაძლევს უფრო დეტალურ ინფორმაციას ვიდრე რენტგენი, მაგრამ აქვე უნდა აღვნიშოთ, რომ მის ინფორმატიულობასთან და მაღალ დიაგნოსტიკურ ღირებულებასთან ერთად, გაცილებით უფრო მეტია დასხივების დონე, ვიდრე რენტგენის შემთხვევაში.
დასხივების დოზა, ისაზღვრება სივერტებში (mSv)“,- წერს ექიმი.
⚪ აგრეთვე წაიკითხეთ:
რა შემთხვევაში გამოიყენება რემდესირვერი და როდის იქნება საქართველოში?
გინდა კორონას დავუხოცივართ, გინდა შიმშილს - ყვავილებით მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს
ისე მიდის ყველაფერი, გული მიგრძნობს, „შუქი მოვიდას“ სიხარული დაგვიბრუნდება“ – ნიკა გრიგოლია