მიმდინარე კვირას ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი დადებითად აფასებს. დედამიწა პოზიტიურ ენერგოველშია, რაც პოზიტიურ ტენდენციებთან ასოცირდება.
ასტროლოგის თქმით, კარგი პერიოდია მოგზაურობის, მოლაპარაკებების და ხელშეკრულებების დადებისთვის.
გარდა ამისა, მიმდინარე კვირაში 3 გეომაგნიტური დღე გვაქვს, რა დროსაც განსაკუთრებით ხანდაზმულებმა წნევას ყურადღება უნდა მიაქციონ.
რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:👇
ვერძი - ენერგოტონუსი ჯერ კიდევ მაღალი გაქვთ. იქნებით აქტიური, გამოიჩინეთ ინიციატივა, აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე. თუ საშუალება გექნებათ, მეტად გამოაძინეთ თავი. საქმიანობაში ძალიან კარგი შესაძლებლობები გაქვთ.
კურო - ენერგია გემატებათ, აქტიურდებით, იმუნიტეტი მზარდია. საუკეთესო დროა ქორწინებისთვის, პარტნიორული ურთიერთობა, თანამშრომლობა, გინდა პირადში, გინდა ბიზნესში წარიმართება ძალიან კარგად. გაქვთ მგზავრობა-მოგზაურობის, მატერიალური მდგომარეობის გაუმჯობესების საშუალება.
ტყუპები - ენერგოტონუსი ეცემა, მაგრამ ჯერ ვერ იგრძნობთ ამას. არ გადაიღალოთ, გამოიძინეთ, რადგან კარგი პერსპექტივები გაქვთ. შეიძლება, ახალი საქმე დაიწყოთ, ჩაებათ მნიშვნელოვან პროექტში, ნახოთ ახალი სამსახური. საუკეთესო პერიოდია კოლეგებთან, ხელმძღვანელებთან ურთიერთობისთვის.
კირჩხიბი - თქვენი ერთ-ერთი ვარსკვლავური დროა, მზე მორიელს გადის, თქვენი მონათესავე ნიშანი. გემატებათ შარმი, მიზიდულობა. წლის განმავლობაში ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია, თუმცა ერთი ხიფათი გაქვთ. ძალაუფლებას თუ ფლობთ, ხიბლში ჩავარდნა დამთავრდება ეგოიზმით, დიქტატურით, რაც კონფლიქტს გამოიწვევს.
ლომი - სხვანაირი ხდებით, ენერგოტონუსი ეცემა, თუმცა ჯერ აქტიური ხართ. სახლში უკეთესად იგრძნობთ თავს ვიდრე გარეთ. გაალამაზეთ სახლი, საკუთარი ბუდე. თანადგომა მაღალია სხვების მიერ. გამოიჩინეთ დიპლომატია. საყოფაცხოვრებო პრობლემები ახლა გადაჭერით.
ქალწული - წარმატებული, ენერგიული, აქტიური ხართ. მგზავრობა-მოგზაურობისთვის, მოლაპარაკებებისთვის, ხელშეკრულებებისთვის საუკეთესო პერიოდია და ყველაფერი იქნება წარმატებული. წარმატების შანსები უდავოდ ყველაფრიდან მოდის.
სასწორი - ენერგოტონუსი მცირდება, თუმცა ჯერჯერობით მშვიდობიანი და დიპლომატიური ხართ. ადრეული დაწყებული საქმიდან მიიღებთ ფინანსებს, ბონუსები, პრემიები, პარტნიორული დახმარება მოსალოდნელია. შემოქმედებითი კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია.
მორიელი - ყველაზე შარმიანი, სექსუალური, მიმზიდველი, საყურადღებო მორიელები! ყველაზე წარმატებული ნიშანია ამ კვირაში, გამოსდის ყველაფერი, მიდექით-მოდექით, იაქტიურეთ, ხალხი შეაწუხეთ. ბევრი ადამიანი გაგიჩნდებათ, ვინც გაიზიარებს თქვენს წარმატებას.
მშვილდოსანი - შანსები გაქვთ და არ დაკარგოთ, ენერგოტონუსი ცოტა დაგეცემათ, რის გამოც გამოძინება აუცილებელია, თუმცა შანსები ჯერ გაქვთ. ინიციატივის გამოვლენა, საინტერესო პროექტებში მონაწილეობა, წინადადებები, ახალი სამსახური, საქმე შეიძლება გამოჩნდეს.
თხის რქა - ერთ-ერთი აქტიური, შრომისუნარიანი და წარმატებული ნიშანი ხართ. სამყარო გთხოვთ იმას, რაც დიდად არ გიყვართ - სიახლეების შემოტანას! ახალი ვარცხნილობა, მეთოდები, ახალი ურთიერთობები - რაც მეტად დაუბერავთ ახალ სიოს, მით უფრო წარმატებული იქნებით.
მერწყული - ნაცრისფერი კარდინალი! ჩუმად იმოქმედეთ, გვერდიდან. ეს მოგიტანთ წარმატებას, რაც ფინანსურ კეთილდღეობას მოგიტანთ, ყველაფერი გამოგივათ. შეიძლება მიიღოთ საინტერესო წინადადება, დაიკავოთ ახალი თანამდებობა, საუკეთესო პერიოდია სიყვარულისთვის!
თევზები - აი, ვინ არის ამ კვირის მესამე ფავორიტი! შესაძლოა გახდეთ იდეოლოგიური ლიდერი, პარტიაში, ორგანიზაციაში, ჯგუფში თქვენს შეფასებებს ფასი ედება. თქვენი რჩევა იქნება მნიშვნელოვანი. წარმატების შანსი გაქვთ ყველგან, არამარტო სამშობლოში, არამედ უცხოეთშიც.
ასევე დაგაინტერესებთ: