Digest Logo

გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა

1604299787
 გახარია გიორგი

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას პირადი დაცვის კიდევ ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდგინდა.

ინფორმაცია სააგენტო დაიჯესტს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურში დაუდასტურეს.

აღსანიშნავია, რომ მანამდე პრემიერის დაცვის ერთ თანამშრომელს დაუდგინდა კორონავირუსი, რის გამოც საქართველოს პრემიერ-მინისტრი თვითიზოლაციაში იმყოფება.

„სამწუხაროდ, მე ახლა განსხვავებულ რეჟიმში მიწევს მუშაობა, რადგან ჩემს თანამშრომელს, რომელთანაც გუშინ მქონდა ხანგრძლივი კომუნიკაცია, მიზნობრივი შერჩევითი ტესტირებისას დაუდგინდა კორონავირუსი. შესაბამისად, გადავედი თვითიზოლაციაში და ამ რეჟიმშიც ვაგრძელებ მუშაობას“, – წერს გიორგი გახარია.