Digest Logo

გამყრელიძე: ეპიდსიტუაცია თუ გაგვიუარესდა შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს

1607331529
გამყრელიძე - 2020

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელიდ ამირან გამყრელიძიდ განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ კოვიდინფიცირების მაჩვენებლის ციფრები შემცირებისკენ წავა, შესაძლოა შეზღუდვების შემსუბუქებაზე მსჯელობა დაიწყოს.

გამყრელიძის განმარტებით, ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე თუ რა მაჩვენებელი იქნება მომდევნო 3 კვირის განმავლობაში.

„ნებისმიერი მობილობის გაზრდა რა თქმა უნდა ხელს უწყობს ინფიცირების მაჩვენებლის ზრდას. ამიტომ 3 კვირის განმავლობაში უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციის მიმდინარეობას და იმის მიხედვით უნდა იქნას გადაწყვეტილება მიღებული საკოორდინაციო საბჭოს მიერ“, - აღნიშნა გამყრელიძემ.

შეიძლება თუ არა კიდევ უფრო მეტად გამკაცრდეს ეპიდსიტუაცია? - გამყრელიძე ამბობს, რომ ეპიდსიტუაციაზეა დამოკიდებული.

„ეპიდსიტუაცია თუ გაგვიუარესდა შეზღუდვები უნდა გამკაცრდეს. თუ დავიცავთ ყველაფერს და ციფრები შეიძლება შემცირებისკენ წავიდეს, მაშინ შეიძლება მსჯელობა გარკვეულ შემსუბუქებაზე“, - დასძინა გამყრელიძემ.

🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:

ზოგჯერ PCR ტესტის დადებითი პასუხი არ ნიშნავს, რომ პაციენტი დაავადებულია - რატიანი

მამა შალვა ქადაგებაში გვიყვება, როგორი უბედურები იქნებიან ნიკა გვარამიას შვილები - ჟორჟოლიანი

ლარში გაცემულ სესხებზე საპროცენტო განაკვეთი შემცირდა