პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი კორონავირუსით ინფიცირებასა და დაავადებას შორის არსებულ განსხვავებას განმარტავს.
რატიანის თქმით, თუ ინფიცირებულს სიმპტომები არ აღენიშნება, ის დაავადებულად არ ითვლება:
„კორონავირუსით ინფიცირება და PCR ტესტით მისი იდენტიფიცირების შემთხვევა არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ დაავადებული. თუ ადამიანს აქვს მცირე სიმპტომი და PCR ტესტით აღმოაჩნდა დადებითი პასუხი და არ აქვს კლინიკური გამოვლინება, ეს არ ნიშნავს, რომ Covid-19-ით დაავადებულია.
Covid-19 ნიშნავს — ადამიანს პლუს, ინფექცია და პლუს კლინიკური გამოვლინება. ეს განსხვავება, სამწუხაროდ, ჩვენი მოსახლეობისთვის არ იყო მიწოდებული,“ - განაცხადა ლევან რატიანმა.
🔘 აგრეთვე წაიკითხეთ:
იმედი გვაქვს, რამდენიმე დღეში ოჯახს დაუბრუნდება - რატიანი კავსაძის მდგომარეობაზე
მამა შალვა ქადაგებაში გვიყვება, როგორი უბედურები იქნებიან ნიკა გვარამიას შვილები - ჟორჟოლიანი