დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განაცხადებით, კორონავირუსი მაღალი ტემპერატურითა და წყლით არ გადავა. თუმცა მან დამსვენებლებს სანაპიროზე დისტსნციის დაცვა სთხოვა.
„კორონავირუსის გადადება წყალს არ უკავშირდება, წყლით ნამდვილად არ გადაგედებათ. არც გარუჯვით მზისგან არ მოვა. ჩვენი რეკომენდაციები ვებგვერდზეა და გთხოვთ, ნახოთ. კორონა მაღალი სიცხით არ გადავა, მაგრამ მაღალის სიცხე სხვაგვარად მოქმედებს კიდევ ადამიანის ორგანიზმზე.
ამიტომ, ამ მხრივაც პრევენციული ღონისძიებები უნდა ჩავატაროთ. პლაჟზე არავინ დაგავალებთ პირბადის ტარებას, მაგრამ თუ 3-4 ადამიანი ძალიან ახლოს სხდებით, სასურველია დისტანცია იყოს დაცული,“ – განაცხადა გამყრელიძემ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საქართველოში 4-დღიან სამუშაო კვირაზე ფიქრობენ - შესაძლოა, დასვენების დღეები გაიზარდოს
დღეიდან ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ვარსკვლავური პერიოდი ეწყება