Digest Logo

გამოვლენილია კორონავირუსის 7 ფარული სიმპტომი

1602661196
კორონავირუსის ფარული სიმპტომები

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებისთვის კორონავირუსის კვლევისას ერთ-ერთი ყველაზე დამაბნეველი რამ დაავადების უსიმპტომოდ ან ისეთი სიმპტომებით წარმართვაა, რაც სხვა ავადმყოფობასაც შეიძლება ახასიათებდეს. ეს კი სერიოზულად აფერხებს მის იდენთიფიკაციასა და მკურნალობას.

ჟურნალ PLOS Medicine-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევის თანახმად, 5-დან 5 ადამიანს COVID-19-ის სიმპტომები არ აქვს, მაგრამ მაინც გადამდებია. პაციენტს, შესაძლოა აღენიშნოს ისეთი ნიშნები, რომლებიც ერთი შეხედვით კორონავირუსთან კავშირში არაა. ამას დამალულ, ბუნდოვან გამოვლინებას უწოდებენ.

გიზიარებთ 7 ფარულ სიმპტომს, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში შესაძლოა, კორონავირუსი გქონდეთ.

კუჭ-ნაწლავის პრობლემები

koronavirusi_o_h.jpeg


ღებინება და დიარეა COVID-19– ის გავრცელებული სიმპტომებია. ვუჰანის (ჩინეთი) კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსული პაციენტების 50%-ს კუჭ-ნაწლავის ისეთი პრობლემები აქვს, როგორიცაა ფაღარათი, ღებინება ან კუჭის ტკივილი. ეს შეიძლება იყოს COVID–ის ერთადერთი სიმპტომი, რომელსაც მარტივად ამოიცნობთ.

კანის პრობლემები

koronavirusi_o_h.jpeg


კოვიდინფიცირებულთა 20%-ს სიწითლე, ჭინჭრის ციების მსგავსი ან მუწუკებიანი გამონაყარი აღენიშნება. მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ეს უკანასკნელი იმ მეოთხე სიმპტომად უნდა დასახელდეს, რაც კოვიდის ძირითად გამოვლინებად ითვლება. ესენია: მაღალი ტემპერატურა, ხველა და სუნის ან გემოვნების დაკარგვა.

ტვინის „ნისლი“

koronavirusi_o_h.jpeg

COVID– ით დაავადებულები აღნიშნავენ, რომ მუდმივად დაბნეულობას გრძნობენ და კონცენტრაციის უნარს კარგავენ. აგვისტოში, ჟურნალ Lancet-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ აჩვენა, რომ კორონავირუსის დიაგნოზით დაავადებულთა 55% -ს აქვს ნევროლოგიური პრობლემები, დიაგნოზიდან სამი თვის შემდეგაც კი.

დაღლილობა

koronavirusi_o_h.jpeg


დაღლილობის განცდა ბევრი ავადმყოფობის თანმხლებია, თუმცა კორონავირუსის შემთხვევაში, ეს ვლინდება მაშინაც კი, თუ უფრო ნიშანდობლივი სიმპტომები არ აქვთ და ის კვირების ან თვეების განმავლობაში გრძელდება.

”ჩვენ ვიკვლევთ ვირუსისგან განკურნებულ ადამიანებს. უფრო და უფრო მეტი ყოფილი პაციენტის გასინჯვისას აღმოჩნდა, რომ დაავადების დაძლევის შემდეგ, რამდენიმე კვირის განმავლობაში თავს სუსტად გრძნობენ, უჭირთ სუნთქვა და მუდმივად მოდუნებულები არიან.

"ეს ძალიან შემაშფოთებელია. თუ ეს ასეა, ბევრი ადამიანისთვის, უბრალოდ გამოჯანმრთელება არ ნიშნავს, რომ ის კარგადაა. შეიძლება გავიდეს კვირები და ის ვერ დაუბრუნდეს საკუთარ თავს“, - ამბობს ინფექციურ დაავადებათა ექსპერტი, ექიმი ენტონ ფაუცი.

თვალის პრობლემები

koronavirusi_o_h.jpeg

კვლევებმა აჩვენა, რომკორონავირუსი იწვევს თვალის სიწითლეს, სიმშრალეს ან ქავილს, კონიუნქტივიტს (ე.წ. ვარდისფერი თვალი), გაფართოებულ სისხლძარღვებს, ქუთუთოების შეშუპებას, ჭარბ ცრემლდენას და ეს საკმაოდ ხშირია: JAMA Ophthalmology– ში ჩატარებული კვლევის თანახმად, ჰოსპიტალიზებული პაციენტების თითქმის, მესამედს თვალის პრობლემები აღენიშნება.

ხველა

koronavirusi_o_h.jpeg

ეს შეიძლება სეზონური გრიპის ან ალერგიის ნიშანი იყოს, მაგრამ არ დაგავიწყდეთ, რომ ხველა კოვიდ 19-ის ერთ-ერთი მთავარი სიმპტომია.

ყურებში შუილი და თავბრუსხვევა

koronavirusi_o_h.jpeg
ამას გარდა, მკვლევარები იძიებენ შესაძლო კავშირს COVID-19 და სმენის დაკარგვას შორის.

აგრეთვე, წაიკითხეთ:

✔️ კორონავირუსის სიმპტომები, რისიც ექიმებსაც ეშინიათ

✔️ კორონავირუსი ცხოველებში - რჩევები სპეციალისტებისგან