საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის, გაეროს გენერალური მდივნის და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ვაქცინები მდიდარი ქვეყნების ფუფუნება. მისი ვარაუდით, საქართველო გაზაფხულზე ვაქცინის შემოტანას ვერ შეძლებს.
„ზოგადად რომ ვიცოდეთ, ვაქცინები დაიწყო და იყო მდიდრების ფუფუნება. ეს ღარიბი ქვეყნების ძირითადი წამალი არ იყო და როცა მდიდარი ქვეყნები თავის მოსახლეობას ვაქცინაციას გაუკეთებდნენ, მერე იყო - მოდი, ღარიბ ქვეყნებსაც დავეხმაროთ. გაეროს მსოფლიო ორგანიზაცია ახლა შეეცადა, რომ ვაქცინების გავრცელება ყველა ქვეყანაში იყოს. არ შეიძლება, რადგან ქვეყანა ღარიბია, ვაქცინა არ მიიღოს, ესაა მთელი კონცეფცია.
ჩვენ როდესაც ვლაპარაკობთ საქართველოზე და ამ კონკრეტულ ვაქცინასთან დაკავშირებით, პირველ რიგში, მკაფიოდ ჩამოყალიბებული უნდა ვიყოთ, რომ ვაქცინა, როგორც ასეთი არა ერთი იქნება, მაგრამ რომელიც ლოჯისტიკურადაც იქნება შესაძლებელი, რომ ჩამოვიტანოთ.
მე არ მგონია, რომ გაზაფხულზე ვაქცინა გვქონდეს, რადგან ჯერ დიდმა ქვეყნებმა უნდა იყიდონ და რაც მორჩება, ასე ვთქვათ ჩვენ - ნამცეცებზე ვიქნებით“, - განაცხადა ფხაკაძემ გადაცემაში „260 გრადუსი“.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
რატომ არ მოდის სასწრაფო? რატომ ვერ ვრეკავთ 112-ზე? - ცერცვაძე ყველა კითხვას პასუხობს
100 000 მოსახლეზე კოვიდინფიცირების საშუალო მაჩვენებლით, საქართველო პირველ ადგილზეა
როდის დასრულდება 300-ლარიანი კომპენსაციისთვის განაცხადების მიღება?
წყარო: www.newposts.ge