Digest Logo

როდის დასრულდება 300-ლარიანი კომპენსაციისთვის განაცხადების მიღება?

1607341490
300 ლარიანი დახამრება

ადამიანები, რომლებმაც კორონავირუსის პანდემიის გამო, დაწესებული შეზღუდვების ფონზე სამსახური დაკარგეს, სახელმწიფოს მხრიდან ერთჯერად 300-ლარიანი დახმარებას მიიღებენ.

კომპენსაციის მისაღებად რეგისტრაცია შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე უკვე დაწყებულია და განცხადებების მიღების პროცესი 28 დეკემბრამდე გაგრძელდება.

„მნიშვნელოვანია მოქალაქეებმა ეს დრო მაქსიმალურად გამოიყენო, თუმცა შესაძლებელი იქნება 28 დეკემბრამდე დაზუსტება. მნიშვნელოვანია, რომ მონაცემები სწორად იყოს მოწოდებული, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება იმ გადამხდელს, ვინც მოახდენს ამ ინფორმაციის მოწოდებას. მინდა გითხრათ, რომ სისტემა არის გამართული და იქ არის კითხვა-პასუხის ნაწილიც, ამომწურავ პასუხს მიიღებენ ყველა შეკითხვაზე. მოვუწოდებ ყველას, მაქსიმალურად დროულად და ოპერატიულად მოახდინონ ინფორმაციის მოწოდება შემოსავლების სამსახურისთვის“, – განაცხადა მაჭავარიანმა.

ივანე მაჭავარიანის თქმით, ამ დროისთვის 300-ლარიან კომპენსაციაზე შემოსავლების სამსახურში 14 300-ზე მეტი განაცხადია შესული.

🔘აგრეთვე დაგაინტერსებთ:

16 წლამდე პირები 6 თვის განმავლობაში 100-ლარიან დახმარებას მიიღებენ - დეტალები

გადაგივადდებათ თუ არა სესხები? - რას პასუხობს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტი

ცნობილია, ვინ მიიღებს 200-ლარიან დახმარებას 6 თვის განმავლობაში