„ფაიზერისა” და „მერკის” კომპანიების მცდელობას – შექმნან კოვიდ 19-ის სამკურნალო მედიკამენტი, ახლა იაპონური კომპანია Shionogi-ც უერთდება.
The Wall Street Journal-ის ინფორმაციით, კომპანია კოვიდის საწინააღმდეგო აბების ადამიანებზე გამოცდას იწყებს.
ცდებში ამ ეტაპზე, მონაწილეობას 100-მდე ადამიანი მიიღებს, მოგვიანებით კი ცდის პირთა რაოდენობა, სავარაუდოდ, გაიზრდება და ექსპერიმენტში მოხალისეთა ჯგუფიც ჩაერთვება.
კომპანიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ის საკუთარ პრეპარატს ქმნის კოვიდ 19-თან ბრძოლის მიზნით და ის განკუთვნილი იქნება დღეში ერთჯერადად მიღებისთვის. შედეგად, კი პრეპარატმა ვირუსის განეიტრალება 5 დღეში უნდა შეძლოს.
კომპანიაში, ასევე, განმარტავენ, რომ პრეპარატის შესახებ აქტიური კვლევა და მისი გამოცდა ადამიანებზე მიმდინარე თვეში იწყება და მოწმდება ნებისმიერი გვერდითი ეფექტი, ცდები კი, სავარაუდოდ, მომავალ წლამდე გაგრძელდება.
კომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, კვლევების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში, მწარმოებლები საერთაშორისო დონეზე ითანამშრომლებენ ყველა დაინტერესებულ კომპანიასთან, იმისათვის, რომ მედიკამენტი მთელი მსოფლიოსთვის გახდეს ხელმისაწვდომი.
„სამივე კომპანია, რომლებმაც მედიკამენტებზე მუშაობა დაიწყეს, მიზნად ისახავს, შეავსოს პანდემიასთან ბრძოლაში არსებული ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ხარვეზი. შექმნილი კოვიდვაქცინები ეფექტიანი რჩება იმისათვის, რომ თავიდან ავიცილოთ კოვიდ 19-ის ცნობილი შტამებით გამოწვეული სერიოზული დაავადებები, მათ შორის, ე.წ. „დელტა“ შტამის შემთხვევაში, თუმცა, ზოგიერთ ადამიანს არ სურს ვაქცინაცია. მათთვის კი ვაქცინას პრეპარატი ჩაანაცვლებს”, – წერს გამოცემა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
„მუტრუკებო, გისამძიმრებთ ცოლისა და დედის გარდაცვალებას, რომლის ღირსიც არ იყავით“ – ნუგზარ სულაშვილი
ესაა ბავშვების ინფიცირებისგან დაცვის ერთ-ერთი საშუალება - ივანე ჩხაიძე
წყარო: www.wsj.com