Digest Logo

იტალიაში მიცვალებულები ღამით სახლებიდან ამოჰყავდათ, ასეთი რამ აქ გინახავთ? – თენგიზ ცერცვაძე

1606838403
ინფექციონისტი ეპიდვითარებაზე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში კორონავირუსის პანდემიის შესახებ ისაუბრა, მისი თქმით ის რაც ხდებოდა იტალიაში, ამერიკაში და ინგლისში ამი სიტუაციის, საქართველოსთან გაიგევება ნაადრევია.

„საქართველოში ერთეული გარდაცვალებაა ჰოსპიტალს გარეთ, ბინაზე, უცხოეთში ასობით და ათასობით ადამიანი კვდებოდა და კვდება ბინაზე. გინახავთ კადრები, როცა სპეცმანქანები მიდიოდნენ იტალიაში, ამერიკაში, ინგლისში და ამოჰყავდათ ღამის საათებში მიცვალებულები სახლებიდან, ასეთი რამ საქართველოში გინახავთ? ნუ ვაიგივებთ ამასთან იმას, რაც საქართველოშია, რომ სასწრაფომ დაიგვიანა ან ოჯახის ექიმთან ვერ მოხერხდა კომუნიკაცია, ან 1-2 დღე ადგილი არ არის კლინიკაში“- ამბობს ცერცვაძე.

1-ლი დეკემბრის დილის მონაცემებით, ქვეყანაში ახალი კორონავირუსით ინფიცირების 139 343 შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 117 560 პირი გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 303 პაციენტი კი გარდაიცვალა.