ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პირდაპირ ეთერში აცხადებს, რომ რეგიონში უმძიმესი მდგომარეობაა და საქართველოში ორ კვირაში კოვიდ კრიზისი მძაფრ ფაზაში შევა. ის ეპიდვითარების გათვალისწინებით გმობს პოლიტიკურ აქციებს და ამბობს, რომ საქართველოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო.
„კარგად მომისმინეთ ახლა, აღმოსავლეთ ევროპაში იწყება კატასტროფა, მაგალითად – რუმინეთში. სადაც არ არიან ვაქცინირებულები, ეტირათ ყოფა. ასევე, კატასტროფა ხდება უკრაინასა და რუსეთში. ამ ვითარებასთან შედარებით ცუნამი მოგონებაა…
ეს ზამთარი ზე უმძიმესი იქნება, აქამდე არსებული ტალღები მსუბუქი იყო. დელტას შვილიშვილი ახალი შტამია. მე საქართველოდან მივდივარ. მე საქართველოდან მივდივარ, აზრი არ აქვს – ვისთვის, რისთვის და რატომ… დღევანდელი აქცია კულმინაცია იყო.
რეიტინგები და სხვა პოლიტიკური მიზნები დროებითია… გამეცით პასუხი რას იზამთ დეკემბერში?!
ქალაქში მკვლელების ბანდაა, სად არის პროკურატურა? დღეში 50 კაცი იღუპება. ვაქცინაციის გეგმა კანალიზაციას გაატანეს, წავიდნენ პენსიაზე, გადადგნენ ე.წ. კომპეტენტური პირები… მე ვხედავ სიკვდილს, ხალხი უჟანგბადობით დაიღუპება… ეს ყველაფერი 2 კვირაში დაიწყება. მე არც კაკულია ვარ და არც ნოსტრადამუსი, მეცნიერი ვარ და რეგიონში კატასტროფული ვითარებაა.” – ამბობს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟანგბადობით გარდაიცვლება“ - ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები
🔵„ეს მშვენიერი და უკეთილშობილესი ქალი ხვალინდელი სტატისტიკის ნაწილი გახდება“ - რას წერს ექიმი
🔵კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება