Digest Logo

კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი – ბიძინა კულუმბეგოვის საგანგაშო განცხადება

1634390798
ბიძინა კულუმბეგოვი

ინფექციონისტი ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი კოვიდ პანდემიასა და აცრის მაჩვენებლებს ეხმაურება.

მისი თქმით, ზოგადი, იმუნური ფენის გამომუშავებისთვის საჭირო კიდევ 10-11 თვე იქნება, თუმცა ვაქცინაციის სწორად წარმართვის შემთხვევაში ეს შესაძლოა 2-3 თვეში მოხდეს.

„სამწუხაროდ, ზოგადი პოპულაციური იმუნიტეტის მიღწევისთვის და იმუნური ფენის შექმნისთვის ჩვენ გვჭირდება 1,5 მილიონი ადამიანის დაავადება ან იმუნიზაცია. დაავადების შემთხვევაში ეს კიდევ 10-11 თვე გაგრძელდება.

სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჩვენთან 1,5%-ია, შესაბამისად, კიდევ დაგვეღუპება 10-13 ათასი ადამიანი. ამასთანავე, ჩვენ შეგვიძლია 2-3 თვეში ორჯერადად ავცრათ 1,5 მილიონი ადამიანი, სიკვდილიანობა და ჰოსპიტალიზაცია შევამციროთ 11-ჯერ, ყოველდღიური ავადობა კი 5-6-ჯერ. ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი მოქალაქე, რომლებსაც კორონავირუსი არ გადაუტანიათ და არც ხელოვნურად, ვაქცინაციის გზით შეუძენია იმუნიტეტი. საქმე გვაქვს „დელტა“ შტამთან, რომლის დროსაც 1 ადამიანის ავადობა საშუალოდ 8-9 ადამიანის ავადობის ტოლფასია“- განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა „დილის შოუს“ ეთერში.

აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ქვეყანაში 1154 მძიმე პაციენტია - „წადით და აიცერით თუ გინდათ მეტი პოზიტივი იგრძნოს ქვეყანამ“ - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵ლიმონსა და ნიორს კორონავირუსზე ზემოქმედების არანაირი უნარი არ გააჩნია - ბიძინა კულუმბეგოვი

🔵„დაუმატეთ ერბოს ცოტა ქონდარი და ჯინჯერი, შემდეგ კი გაყინეთ“ - ვაქცინის ხალხური მეთოდი

🔵„მოეშვით კოვიდგადატანილების ორჯერ და სამჯერ აცრას“ - იაგო ფრანგიშვილი საგანგებო მიმართვა

🔵თუ ორგანიზმი D ვიტამინს საჭიროებს, მაშინ თქვენ აუცილებლად გექნებათ ეს სიმპტომები