Digest Logo

ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს - ცერცვაძე

1605377682
ინფექციონისტი ეპიდვითარებაზე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, ქართული საზოგადოება ითხოვს რომ ქვეყანაში სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს.

როგორც ცერცვაძე აღნიშნავს ლოკდაუნი რომ გამოცხადებულიყო, ამით სამედიცინო სექტორზე დატვირთვა შემცირდებოდა და სახელმწიფო ვირუსს უფრო იოლად გაუმკლავდებოდა.

„საქართველოს მთავრობა ჯერჯერობით არ აპირებს მკაცრ ზომებს მიმართოს, არის წერტილოვანი შეზღუდვები, წერტილოვანი პრევენციული ღონისძიებები და თუ მოგვეცა საშუალება ამით გადავრჩეთ, ეს დიდი ბედნიერება იქნება, რადგან ქართული საზოგადოების დაკვეთაა, რომ სრული ლოკდაუნი არ გამოცხადდეს, იმიტომ რომ სრული ლოკდაუნი დიდ დისკომფორტს უქმნის მოსახლეობას და იწვევს ეკონომიკის რეცესიას და აისახება თითოეული მოქალაქის ცხოვრების დონეზე, რასაც ასე ძალიან უფრთხილდება საქართველოს მთავრობა.

სამაგიეროდ, იმის გამო, რომ არ გამოაცხადეს ლოკდაუნი, სახელმწიფოს და კლინიკურ სექტორს თავის თავზე დიდი დატვირთვის აღება უწევს. ლოკდაუნი რომ გამოცხადებულიყო, ამით ჩვენზე დატვირთვა შემცირდებოდა და სახელმწიფო უფრო იოლად გაუმკლავდებოდა. სახელმწიფომ აირჩია პანდემიასთან ბრძოლის არა იოლი გზა, არამედ ძნელი გზა, იმიტომ რომ ეს შედის მოსახლეობის ინტერესებში, თორემ სახელმწიფო სტრუქტურებისთვის და ჩვენთვის, ექიმებისთვის გაცილებით იოლი იქნებოდა პანდემიასთან ბრძოლა ლოკდაუნის პირობებში, მაგრამ ეს არ გავაკეთეთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.